მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უჯდება მთავრობას შიდა ვალის აღება?

5bf7afe106cdb
შოთა ტყეშელაშვილი
23.11.18 11:42
947
2019 წელს საქართველოს მთავრობა შიდა ვალის 100 მილიონით, 500 მილიონ ლარამდე ზრდას გეგმავს. შიდა ვალი არის ის თანხა, რასაც მთავრობა სახაზინო ობლიგაციებისა და სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით კომერციული ბანკებიდან მოიზიდავს. მთავრობა ამ ვალს 1, 2, 5 და 10-წლიანი ფასიანი ქაღალდების გამოშვებით იღებს.

საგარეო ვალისგან განსხვავებით, რომელიც უმეტეს შემთხევვაში კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებთან არის მიბმული, შიდა ვალს კონკრეტული მიზნობრიობა არ აქვს და ის სახელმწიფოს მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას ხმარდება.

შიდა ვალი სამთავრობო ხარჯების დაფინანსების მნიშვნელოვან წყაროდ ბოლო წლების განმავლობაში იქცა. მთავრობამ მაქსიმალური 570 - 570 მილიონის მოცულობის შიდა ვალი 2014-2015 წლებში აიღო. 2017-2018 წლებში შიდა ვალი 400 - 400 მილიონ ლარს შეადგენდა.

დღეის მდგომარეობით, 5-წლიანი სახაზინო ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი 7.4%-ია, 2-წლიანის 7.2%, 1-წლიანის კი 7.1%. ორი წლის წინ, საქართველოში სავალუტო კრიზისის პიკზე, მთავრობას შიდა ვალის აღება მკვეთრად გაუძვირდა და მან 5-წლიან ფასიან ქაღალდებზე 14%-ს, ხოლო 2-წლიანი და 1-წლიანი ობლიგაციების შემთხვევაში კი 10%-ს გადააჭარბა. მას შემდეგ ვალის საპროცენტო განაკვეთი თითქმის განახევრდა.




შიდა ვალი ყველაზე იაფი 2013 წელს, სავალუტო კრიზისის დაწყებამდე იყო, რისი უმთავრესი მიზეზიც ქვეყანაში შედარებით შერბილებული მონეტარული პოლიტიკა იყო. ამ დროს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 3.75%-ს სეადგენდა, ხოლო 1-წლიანი სახაზინო ობლიგაციის განაკვეთი კი 4.1% იყო.

2018 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი შიდა ვალი 3 მილიარდ ლარს აღემატება. მთავრობას ამ თანხის ყველაზე დიდი ნაწილი - 2.6 მილიარდი ლარი ქართული კომერციული ბანკებისადმი მართებს. მთავრობას 350 მილიონი ლარი მართებს ეროვნული ბანკისადმი.

რაც შეეხება ვალის სხვა მფლობელებს, ფიზკური პირების საკუთრებაში სულ 40 მილიონი ლარის მოცულობის სახელმწიფო ვალია.

იმის გამო, რომ სასესხო რესურსი შეზღუდულია იმ პირობებში, როდესაც მთავრობა დიდი მოცულობით იღებს ვალს ადგილობრიბი კომერციული ბანკებიდან, ამ დროს ის გარკვეულ კონკურენციაში შედის ქართულ ბიზნესთან, რომლისთვისაც ადგილობრივი ბანკების კრედიტი დაფინანსების უმთავრესი წყაროა. ამას გამოდევნის ეფექტი ეწოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები