ბიზნესმენი თამაზ დაუშვილი ახალ პრემიერ-მინისტრს ურჩევს, ქვეყანაში პოლიტიკური ურთიერთობები ცივილიზებული იყოს. "დიოს" მმართველი პარტნიორის განცხადებით, პოლიტიკა ხალხის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს.
"ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ პოლიტიკა ხალხის ინტერესს უნდა ემსახურებოდეს. ახალი პრემიერისთვის მთავარი გამოწვევა ის უნდა იყოს, რომ საქართველოში პოლიტიკური ურთიერთობები, ერთხელ და სამუდამოდ, ისეთი ცივილიზებული იყოს, როგორც ევროპულ ქვეყანას შეეფერება. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსი მივიღე, რადგან ევროკავშირი ჩვენთან ახლა უფრო ახლოს არის. ვისურვებდი, რომ საქართველოში პოლიტიკური კლიმატი უფრო ცივილიზებული, საქმიანი იყოს", - განაცხადა თამაზ დაუშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი გუშინ დატოვა. "ქართული ოცნება" პარტიის ყრილობას 1-ელ თებერვალს გამართავს, სადაც ახალ პრემიერად, სავარაუდოდ, ირაკლი კობახიძეს აირჩევენ.