მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უნდა გავითვალისწინოთ მაცივრის ყიდვისას? (R)

6020cf3934d08
BM.GE
08.02.21 10:25
1006
შესაძლოა, დადგა დრო ახალი მაცივარი შეიძინოთ და ზუსტად არ იცით რა უნდა გაითვალისწინოთ ამ დროს. ამ სტატიაში ვეცდებით კომფორტისთვის მნიშნელოვანი დეტალები დაგანახოთ, რომლებზეც თავად არ დაფიქრდებოდით.

პირველ რიგში მაცივარი გვესაჭიროება საჭმლის შესანახად და მისი კომფორტულობა დამოკიდებულია ტევადობაზე. თუმცა ამის საჭირო ტევადობის დასადგენად უნდა გაზომოთ ადგილი სადაც ფიქრობთ მაცივრის მოთავსებას. შემდეგ კი აირჩიოთ ისეთი დეტალები როგორიცაა საყინულის განლაგება და განყოფილებების მრავალფეროვნება. გაითვალისწინეთ: კარგია თუ მაცივარს ექნება No Freeze განყოფლება, სადაც შეძლებთ ბოსტნეულისა და ხილის გაუყინავად, დიდი ხნით შენახვას.

არის ისეთი ნიუანსები, რომელიც მაცივრის ყიდვისას არავის გაახსენდება, არადა შესაძლოა არანაკლებ მნიშვნელოვანი იყოს.

1. არის თუ არა კარის განლაგების შეცვლის შესაძლებლობა. ვინ იცის, იქნებ ახალ სახლში ან რემონტის შემდეგ სხვა მხარეს დაგჭირდეთ კარის გაღება, ეს კი იმის გათვალისწინებით რა ღირს მაცივარი და რამდენ ხანს გვემსახურება, შემაწუხებელი ფაქტორი იქნება.
2. როგორი სახელურია კარზე და საერთოდ თუ არის. ამ სახელურს ალბათ ყველაზე ხშირად ვეხებით დღის განმავლობაში, ის მიმზიდველი, მარტივად გაწმენდადი და ესთეტიური უნდა იყოს, ხოლო თუ სახელური არ არის, გაითვალისწინეთ, რომ კარზე თითების ანაბეჭდებს მუდმივად აღმოაჩენთ.
3. დაათვალიერეთ განათება მაცივრის შიგნით. რამდენად კომფორტულია თვალისთვის, ან საკმარისია თუ არა. თეთრი განათებაა თუ მოყვითალო და ასე შემდეგ. თუ ონლაინ გადაწყვიტეთ პროდუქტის შეძენა, სასურველი მოდელის მახასიათებლებს და ვიდეო მასალას მარტივად იპოვით იუთუბზე.
4. შიდა კამერების ზედაპირის შესწავლა დაგეხმარებათ გაიგოთ რამდენად მარტივი გასაქმენდი იქნება საომავლოდ მაცივარი. გაითვალისწინეთ, რომ გლუვი ზედაპირები საქმეს გაგიმარტივებთ.
5. დაათვალიერეთ რეზინები კარებზე, რაც უფრო კარგი მასალითაა დამზადებული და რბილით მით უფრო დიდხანს შეასრულებს კარგად თავის ფუნქციებს.
6. სასურველია მაცივარს ქონდეს გორგოლაჭები, თუნდაც უკანა მხარეს, ეს აუცილებლად გამოგადგებათ გადატანისას და შეამცირებს ტრანპოსრტირებისას დაზიანების რისკებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები