მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უნდა იცოდე Sinovac-ის ვაქცინის შესახებ? - NCDC

612d244824cee
BM.GE
30.08.21 22:38
2837
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი SINOVAC-ის ვაქცინის შესახებ თავის facebook-გვერდზე ინფორმაციას აქვეყნებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

"ჩინური წარმოების ( Sinovac Life Sciences Co., Ltd) ვაქცინის ადმინისტრირების პერიოდი მინიმუმ 14 დღეა, რაც ნიშნავს იმას, რომ 2 დოზით ვაქცინირება და ანტისხეულების გამომუშავება შედარებით ნაკლებ დროში ხდება.

"სინოვაკის" ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია 2021 წლის პირველ ივნისს მიენიჭა.

ვაქცინა ავტორიზებულია 40-ზე მეტი ქვეყნის მიერ, მათ შორისაა: ბრაზილია, თურქეთი, ურუგვაი, ნეპალი, მექსიკა და სხვა.

"სინოვაკის" ვაქცინა 85 - 100%-ით იცავს დაავადების მძიმე ფორმების განვითარებისა და ჰოსპიტალიზაციისაგან", - წერია NCDC-ის პოსტში.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები