მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უნდა იცოდეს ბიზნესმა? - საბაჟო კოდექსის ნაწილის ამოქმედება გადაიდო

5f734a84bdae7
ინგა მურუსიძე
30.09.20 19:00
1507
უკვე მიღებული საბაჟო კოდექსის ზოგიერთი დებულების ამოქმედება გადავადდა, - მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებებიარლამენტმა დაჩქარებული წესით, სამი მოსმენით დაამტკიცა:

კერძოდ, საქართველოს საბაჟო კოდექსის რამდენიმე გარდამავალი დებულების ამოქმედების ვადა გახანგრძლივდება, ხოლო კოდექსის X წიგნის მოქმედება შეჩერდება 2022 წლის 1 იანვრამდე.

კერძოდ, გადაიდება საბაჟო კოდექსში შესული ცვლილებები, რომელიც ეხება: Duty Free-ს, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სისტემას და გადამზიდავების მიერ პროდუქციის დადეკლარირებას.

რა გადავადდა კონკრეტულად?

Duty Free-სთან დაკავშირებული სიახლეები: როგორც ცნობილია, სასაზღვრო ზოლის გარდა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის(Duty Free) მოწყობა შესაძლებელია ქვეყნის შიდა სივრცეში, სადაც საქონლის რეალიზება ხორციელდება მხოლოდ უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების სამსახურებრივი სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობებისა და დიპლომატიური მისიების წევრებზე − პირადი სარგებლობისათვის. აღნიშნული საქონელი გათავისუფლებული გადასახადებისაგან. ცვლილებების თანახმად, მიზანშეწონილად ჩაითვალა, პირებს, რომლებიც ახორციელებენ აღნიშნულ საქმიანობას, მიეცეთ მეტი დრო რათა მოახდინონ ადაპტირება ახალი კანონმდებლობის მოთხოვნებთან - ნორმის ამოქმედება გადაიდო.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც საბაჟო კოდექსის რიგი მუხლების ამოქმედება გადაიდო, გადამზიდავი კომპანიების დატრენინგებაა - 2020 წლის 1 სექტემბრიდან საქონლის როგორც შემოტანის, ისე გატანის ზოგად დეკლარირებას ახორციელებს მებაჟე, ხოლო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ საქონლის დეკლარირება უნდა მოახდინოს გადამზიდავმა - ამას კი გადამზიდავების დატრენინგება სჭირდება - ნორმის ამოქმედება გადაიდო.

მასთან, ახალი საბაჟო კოდექსი ითვალისწინებს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სისტემის არსებობას. საქმე ეხება ე.წ. „ოქროს სიის“ დეფიცინიას, რომლის მონაწილე, სარგებლობს გამარტივებული საბაჟო პროცედურებით და სხვადასხვა პროცედურული ბენეფიტებით. სწორედ არსებული „ოქროს სიის“ მონაწილეები მოიაზრებიან პირებად, რომლებიც დააკმაყოფილებენ ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მისაღებად აუცილებელ მოთხოვნებს. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სისტემის ამოქმედებისათვის, გარდა საკანონმდებლო ბაზის არსებობისა, აუცილებელია სხვადასხვა ღონისძიებების გატარება. მთავრობის არგუმენტით მნიშვნელოვანია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ვიდრე არ იმოქმედებს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სრულყოფილი სისტემა, „ოქროს სიის“ მონაწილეებს მიეცეთ შესაძლებლობა ისარგებლონ გამარტივებული საბაჟო ფორმალობებით - ნორმის ამოქმედება გადაიდო.

რაც შეეხება საბაჟო კოდექსის მე-10 წიგნს, რომლის ამოქმედების ვადა 2020 წლის 1 სექტემბერია, ითვალისწინებს იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლების ახალ დებულებებს. ახალი შეღავათების გამოყენებისთვის საჭიროა საბაჟოს ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა, რასაც ასევე დრო სჭირდება - ნორმის ამოქმედება გადაიდო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები