მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უნდა იცოდნენ ტურისტებმა, რომლებიც ისრაელში გადაწყვეტენ მოგზაურობას – ელჩის განმარტება

5ee265d2685c4
თამთა ჯიჯავაძე
11.06.20 23:55
1291
ტურისტები, რომლებიც ჩვენთან ჩამოვლენ, არ იქნებიან ვალდებული, ჰქონდეთ სამედიცინო ცნობა, - ამის შესახებ ისრაელის ელჩმა რან გიდორმა bm.ge-სთან ინტერვიუში პანდემიის პერიოდში ტურისტულ მიმოსვლაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ტურისტები, რომლებიც ისრაელში ჩავლენ, იქნებიან ე.წ მწვანე ზონის ქვეყნებიდან და შესაბამისად, მათ არ ექნებათ ვალდებულება რომ წარადგინონ ჯანმრთელობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.

რაც შეეხება იმ რეგულაციებს, რაც ტურისტებმა უნდა გაითვალისწინონ ისრაელში ყოფნისას, ისინი მნიშვნელოვნად არ განსხვავდება იმ წესებისგან, რაც ისედაც აქვთ სხვა ქვეყნებს.

„მათ შორის არის მაგალითად პირბადის ტარება, სასტუმროებში სტუმრების შეზღუდული რაოდენობა... ძირითადად ყველა ის წესი, რომელსაც თქვენ დღეს ხედავთ თბილისში სავაჭრო ცენტრებსა და მარკეტებში. ჩვენ იგივე სისტემა გვაქვს. რაც უნდა აღინიშნოს არის ის, რომ ჩვენი სტრატეგიის და მიდგომის მიხედვით, ჩვენი სურვილია, რომ ტურისტები რომლებიც ჩვენთან ჩამოვლენ, და ისრაელის მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ გაემგზავრებიან, არ იყვნენ ვალდებული ჰქონდეთ ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამის ნაცვლად ჩვენ გავხსნით დერეფანს ე.წ მწვანე ქვეყნებთან. ესენი არიან ქვეყნები, რომელთაც ძალიან დაბალი ინფიცირების რიცხვები აქვთ. ასე რომ, ამ ქვეყნებიდან ტურისტებს ექნებათ შესაძლებლობა ჩამოვიდნენ ისრაელში ჯანმრთელობის დოკუმენტის გარეშე. ეს ჩვენი პოზიციაა, და ვნახოთ როგორ მოვახერხებთ რომ ეს შეთანხმებაში ჩავდოთ“, – განაცხადა ისრაელის ელჩმა.

რაც შეეხება აეროპორტში ტესტირებას, ელჩი ამბობს, რომ ეს არ იქნება სავალდებულო.

„ეს ჩვენი პოზიციაა ახლა. თუმცა, არ ვიცი, მომდევნო თვესაც ამ პოზიციაზე ვინებით თუ არა“, – განაცხადა რან გიდორმა.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელი აღარ იქნება პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო პირველ ტურისტებს მიიღებს. ამის მიზეზი გახდა ისრაელში ბოლო 10 დღის განმავლობაში ეპიდვითარების შედარებით გაურესება. ბოლო მონაცემებით, ისრაელში კორონავირუსის 18 461 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან მხოლოდ ბოლო 24 საათში 106 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები