მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა უნდა შეიცვალოს სებ-ის მმართველობის მოდელში - IMF-ის რეკომენდაციები

ალეხანდრო ჰაჟდენბერგი

დღეს სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა სებ-ის პრეზიდენტ ნათია თურნავასთან და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშცვილთან ერთად ერთობლივი ბრიფინგი გამართა. ფონდის მისია საქართველოში გასული თვის ბოლოდან მუშაობდა და საქართველოს ეკონომიკის შესახებ განახლებული შეფასება მოამზადა. ფონდის ახალი შეფასებით, წელს საქართველოს ეკონომიკა აქამდე პროგნოზირებული 6%-ის ნაცვლად 7.2%-მდე გაზარდა. ფონდმა ასევე მოამზადა რეკომენდაციები სებ-ის მმართველობის სისტემასთან დაკავშირებითაც.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ სებ-ის მმართველობის მოდელი უნდა შეიცვალოს, საუბარია გადაწყვეტილების მიღების წესზე, რომლითაც ამჟამად სებ-ის პრეზიტენდს გააჩნია დისკრეციული გადაწყვეტილებებს მიღების უფლება. ფონდი მიიჩნევს, რომ სებ-ის საბჭოს გადაწყვეტილებები კოლეგიალური პრინციპის საფუძველზე უნდა იყოს მიღებული. ამასთან, ფონდი მიიჩნევს, რომ მთავრობის მიმართ ფინანსური ტრანსფერების შესაძლებლობა უნდა შეიზღუდოს, ამასთან უფრო მკაფიო გახდეს სებ-ში მმართველობის გადაცემის ჩარჩო.

“ეროვნული ბანკის მმართველობისა და დამოუკიდებლობის გაძლიერება მაკროეკონომიკური სტაბილურობის ცენტრალური საკითხია. საბჭოში ვაკანსიების შევსება და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნა პირველი მისასალმებელი ნაბიჯია. ეროვნული ბანკი ახლა უნდა ფოკუსირდეს საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის ცვლილებაზე: (i) უზრუნველყოს საბჭოში არააღმასრულებელ წევრთა უმრავლესობის არსებობა (ii) მთავრობის მიმართ დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების შესაძლებლობა შეიზღუდოს და (iii) - ნათელი გახადოს და დამატებით გააძლიეროს ეროვნულ ბანკში უფლებამოსილების გადაცემისა (მმართველობის გადაცემის ჩარჩო) და საბჭოს წევრთა კვალიფიკაციის კრიტერიუმები . ასევე რეკომენდებულია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიღების მოდელის შეცვლა: საპრეზიდენტო გადაწყვეტილების მოდელიდან კოლეგიალურ მოდელზე გადასვლა,”- ნათქვამია სავალუტო ფონდის პრესრელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები