პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ საპარლამენტო მოსმენის ფარგლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიაზე დაუსვა კითხვა.
„ერთ-ერთი დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის იქნება სწრაფი ეკონომიკური აღდგენა. საკმაოდ დიდი კონკურენციაა ინვესტორების მოზიდვის მხრივ სხვადასხვა ქვეყნებიდან. რეგიონი გამოწვევებითაა სავსე, ბაზარი თვითონ პატარაა, კონკურენცია კი დიდია. რა იქნება ჩვენი კონკრეტული უპირატესობა და რა უნდა შევთავაზოთ ინვესტორებს იმისთვის რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს მათთვის საინტერესო და რომელ პრიორიტეტულ მიმართულებებს შევთავაზებთ ინვესტორებს?“, - ჰკითხა სონღულაშვილმა გიორგი გახარიას.
პრემიერობის კანდიდატმა დეპუტატების კითხვებზე პასუხი დაიწყო.