მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უპირატესობა აქვს Google Pay-ს პლასტიკურ ბარათთან შედარებით?

6378bd21d9bdf
ლიკა მეგუთნიშვილი
19.11.22 16:52
3117
15 ნოემბრიდან საქართველოში კომპანია Google-ის საგადახდო აპლიკაცია - Google საფულე (Google Wallet) ამოქმედდა. მათ, ვისაც Android-ის ტელეფონი აქვს, შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ამ საგადახდო სისტემით და გადახდები ტელეფონის პოსტერმინალზე ერთი დადებით განახორციელონ.

რა უპირატესობა აქვს Google Pay-ის პლასტიკურ ბარათთან შედარებით? - ამ საკითხზე გადაცემა BMGDRIVE-ში სტუმრობისას „თიბისი“ გადახდების ლიგის ლიდერმა, მაკო გოგიამ ისაუბრა. მისი თქმით, Google Pay-ის მთავარი უპირატესობა მისი უსაფრთხოებაა.

„ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო გადახდის მეთოდი, ვინაიდან, ამ სისტემის უკან საკმაოდ ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილება დგას. ტელეფონში ბარათის დამატებისას, ვირტუალური ბარათის უნიკალური ნომერი გენერირდება და არ ხდება თქვენი რეალური ფიზიკური ბარათის მონაცემების შენახვა. გარდა ამისა, თავად ამ მოწყობილობაში ჩადებული არის უსაფრთხოების დამატებითი პარამეტრები, რაც გულისხმობს იმას, რომ ყოველი გადახდისას უნიკალური გასაღები გენერირდება, რომლითაც ხდება თქვენი გადახდის ხელმოწერა და დადასტურება“, - აცხადებს მაკო გოგია.

როგორც ის განმარტავს, Google Pay-ს კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ ის სწრაფი გადახდის საშუალებაა და მომხმარებლის დროს მნიშვნელოვნად ზოგავს.

„გადახდა ხდება სწრაფად, ტელეფონი სულ თან გაქვს და არ გჭირდება დამატებით ბარათის მოძიება. გარდა ამისა, გარკვეული თანხის ქვემოთ არ არის აუცილებელი აპლიკაციაში შესვლა, საკმარისია მხოლოდ ეკრანის გააქტიურება.

Google Pay მოწყობილობით შეგიძლიათ გადაიხადოთ, ელექტრონულ კომერციაში ივაჭროთ და ასევე ბანკომატიდან თანხა გაანაღდოთ“ , - განაცხადა „თიბისი“ გადახდების ლიგის ლიდერმა, მაკო გოგიამ.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი მობილურს დაკარგავს, მას როგორც Google-ის, ასევე ბანკის დახმარებით შეუძლია მოწყობილობის დაბლოკვა ისე, რომ ფიზიკური ბარათი არ დაიბლოკოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები