მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უპირატესობა აქვს „ტასჰაბთან“ თანამშრომლობას?

ფიგურები
27.03.24 18:34
453

დეველოპერული კომპანია „იბერკომპანის“ დირექტორის ლევან დიასამიძის თქმით, საცხოვრებელი უძრავი ქონების პროექტის შეთანხმება უამრავ პარალელურ პროცესთან არის დაკავშირებული, არქიტექტურული კომპანიის ჩართულობა კი დროის დაზოგვის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესს როლს ასრულებს.

გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ საუბრისას დიასამიძემ კომპანია „ტასჰაბთან“ თანამშრომლობაზე ისაუბრა, რომელთა დახმარებითაც პროექტი „ფიგურები ჯიქიაზე“ შეიქმნა. პროექტის სრული სივრცე 50 000 კვ.მ-ს მოიცავს და არაერთ საცხოვრებელ და დასასვენებელ სივრცეს აერთიანებს.

"როდესაც ვიწყებთ მშენებლობას, უამრავი პარალელური პროცესები მიმდინარეობს, ეს იქნება არქიტექტურული, გეოლოგიური, კონსტრუქციული, საინჟინრო, გრგ, ეს იქნება მერიასთან ურთიერთობა, იუსტიციასთან, საჯარო რეესტრში და ა.შ. უამრავი მიმართულებაა და სიმართლე გითხრა, მე ვერ წარმომიდგენია, რომ ეს ყველაფერი ცალ-ცალკე გაგვეკეთებინა. ვფიქრობ, დროის დანაკარგი ბევრად მეტი მექნებოდა და ცალკე საკითხია ნერვები რა დღეში მექნებოდა ამ პროცესის დროს, რადგან იცით, რომ დროსთან ქართველი შემსრულებლები ცუდად ვურთიერთობთ. გავიარეთ ძალიან საინტერესო პროცესი, ვფიქრობ, რომ სტრესული იყო, არაერთი ღამე გავათენეთ პროექტზე მუშაობით, თუმცა წარმატებულად და დარწმუნებული ვარ მომდევნო პროექტები კიდევ უკეთესი იქნება“, - განაცხადა ლევან დიასამიძემ.

კომპანიის მიმდინარე პროექტი „ფიგურები ჯიქიაზე“ პოლიტკოვსკაიას 46-ში შენდება. პროექტში მომავალი მობინადრეებისთვის გათვალისწინებულია სხვადასხვა საერთო სივრცეები, როგორიც არის მაგ. დაბადების დღის გადახდისთვის განკუთვნილი, ფილმის საყურებელი თუ საერთო სამუშაო ადგილი.

დეველოპერული კომპანია ფიგურები „იბერკომპანის“ შვილობილი კომპანიაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები