მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უპირატესობები აქვს „კრწანისი რესორტ რეზიდენსს“?

60acd9049d9b2
ლიკა გურაბანიძე
25.05.21 23:00
848

“როდესაც პანდემია დაიწყო, საკმაოდ დიდი მოლოდინი იყო, რომ პროცესები ასე არ განვითარდებოდა. მიუხედავად ამისა, ჩვენმა პროექტმა და კომპლექსმა მოლოდინებს გადააჭარბა", - ამის შესახებ “საქმიან დილაში” “კრწანისი რესორტ რეზიდენსის” დირექტორმა სანდრო ნამორაძემ განაცხადა.

როგორც ნამორაძემ აღნიშნა, ახალი სივრცის, „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ IV ფაზის პროექტის წარმატება იქიდან გამომდინარეობს, რომ მასში საკმაოდ დიდი გამოცდილებაა ჩადებული.

“პროექტი ჯანსაღი და სპორტული ცხოვრების ხელშეწყობისკენ არის მიმართული, რაშიც ჩვენ უდიდესი გამოცდილება გვაქვს. ასე, რომ გარდა იმისა, რომ 8 ჰექტარი უკვე შესრულებული გვაქვს, ახალი 12 ჰექტარზე მშენებარე პროექტი უფრო დახვეწილი და დაგეგმარებული იქნება.” - აღნიშნა ნამორაძემ.

მისივე განმარტებით, ქვეყანაში პირველი პრეცედენტია, როდესაც მშენებლობასთან ერთად, გარე ინფრასტრუქტურის მოწყობაც მიმდინარეობს.

“პროექტის IV ფაზა რამდენიმე კორპუსისგან შედგება და ისინი ეტაპობრივად შენდება, ხოლო პარალელურად გარე ინფრასტრუქტურაც ეწყობა. მათ შორის როგორიც არის: სათამაშო მოედნები, ფეხბურთის, ჩოგბურთის და კალათბურთის მოედნები. ასევე ეწყობა სკვერი, რომლის გაშენებაც უკვე დასრულებულია და ახლა მუშაობა მის გამწვანებაზე მიმდინარეობს. წელიწადნახევარში, როდესაც ორი კორპუსი დასრულდება, მის გარშემო ყველაფერი გამწვანებული და მოწესრიგებული იქნება. ვინც ამ ორ შენობაში ბინა უკვე შეიძინა, თავისუფლად შეძლებს, რომ კორპუსის გარე ინფრასტრუქტურა გამოიყენოს და მისი მშენებლობის მოლოდინში აღარ იყოს.” - განმარტა სანდრო ნამორაძემ.

“კრწანისი რესორტ რეზიდენსის” დირექტორის თქმით, ტერიტორიის განაშენიანება 2010 წლიდან დაიწყო, ხოლო ადგილი კომპანიის დამფუძნებლის, ნოშიკო ნამორაძის მიერ იქნა შერჩეული. მისივე განმარტებით, პროექტის მთავარი ღირებულება ეკოლოგიურად სუფთა გარემოა.

ცნობისთვის: საცხოვრებელი კომპლექსის “კრწანისი ვილა რეზიდენსის“ ახალი სივრცის - „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ IV ფაზის პროექტი გაიხსნა და კაფსულაც ჩაიდო. პროექტის ჯამური ინვესტიციაც 200 მლნ დოლარია. “კრწანისი ვილა რეზიდენსის“ ერთიან პროექტში 70% რეკრეაციული ზონისთვის არის გამოყოფილი, აქ საცხოვრებელი კომპლექსის შიდა ტერიტორიაზე გადაადგილება მხოლოდ გოლფის მანქანებით, საფეხმავლო და ველო ბილიკებით იქნება შესაძლებელი. ტერიტორიაზე უკვე დასრულდა 1 ჰექტარი ფართობის სკვერის მოწყობა.

მთლიანი პროექტი 20 ჰექტარზე განთავსდება, ამჟამად მიმდინარეობს 12 ჰექტარზე განაშენიანება, ხოლო 8 (სამი ფაზა) უკვე დასრულებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები