მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ვადით შეუჩერდა კომპანია "თეთრ ქუდს" წარმოების უფლება?

6111351e5b45b
ანუკა ჯოხაძე
09.08.21 17:59
5208
რუსთავთან მდებარე სოკოს მწარმოებელ კომპანია „თეთრ ქუდს“ წარმოების უფლება შეუჩერდა. ინფორმაცია BM.GE-თან დაადასტურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმაც. როგორც თანდილაშვილი ამბობს, კომპანიას კომპოსტის წარმოებისთვის საჭირო ნებართვა არ ჰქონდა და ნებართვის გარეშე აწარმეობდა ადგილზე სამუშაოებს. მისივე განმარტებით, საწარმო რამდენჯერმე დაჯარიმდა, საბოლოოდ კი წარმოების უფლება იქამდე გაუჩერდა, სანამ კომპანია წარმოებისთვის საჭირო ნებართვას არ მიიღებს.

“ერთ-ერთი მიმართულება, რაც ამ საწარმოს აქვს არის კომპოსტის წარმოება, რომელიც საჭიროებს გარემოს დაცვის შესაბამის ნებართვას. ამ საწარმოს ეს ნებართვა აღებული არ ჰქონდა და ისე დაიწყო წარმოება. ჩვენი ზედამხეველობის სამსახურის მხრიდან არა ერთხელ გატარდა ზედამხედველობითი ღონისძიებები. 2019 წლიდან მოყოლებული ორჯერ დაჯარიმდა ეს კომპანია. მიეცა რეკომენდაციები და მოთხოვნებიც დაუწესდა, რომ აეღო შესაბამისი ნებართვა. თუმცა საწარმომ არ შეასრულა მოთხოვნები და სწორედ გარემოსდაცვითი ახალი კანონმდებლობა, რომელიც ძალაში წელს შევიდა, გვაძლევს შესაძლობლობას, რომ როდესაც საწარმო განგრძობითად არღვევს მოთხოვნებს და ეს უარყოფითად აისახება გარემოზე, შევუჩეროთ წარმოების უფლება იქამდე, სანამ საწარმო არ დააკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს.”-აცხადებს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები