მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ვიცით ელექტრონული სიგარეტების შესახებ? - მითები და რეალობა

63564e47ddbdf
BM.GE
24.10.22 12:22
808
ბაზარზე თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებისა და ელექტრონული სიგარეტების პოპულარობა ყოველწლიურად იზრდება, რასაც თან ახლავს საზოგადოებაში მრავალი მითისა და კონტროვერსული დამოკიდებულების გაჩენა.

არაერთი დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევა აჩვენებს, რომ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები ტრადიციული მოწევის გაგრძელებასთან შედარებით უკეთეს არჩევანს წარმოადგენს იმ ზრდასრული მწეველებისთვის, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარებას. აღნიშნული კვლევების სანდოობას ადასტურებენ ისეთი გავლენიანი ჯანდაცვის ინსტიტუტები, როგორებიც არიან: დიდი ბრიტანეთის კიბოს კვლევის ორგანიზაცია, მედიკოსთა სამეფო კოლეჯი, ბრიტანული სამედიცინო ასოციაცია, აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია, და სხვა.

სამეცნიერო მტკიცებულებების მიუხედავად, მედიასა და საზოგადოებაში ელექტრონული სიგარეტებისა და თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების შესახებ მრავალი მითი არსებობს. მოდით, განვიხილოთ ყველაზე მეტად გავრცელებული ხუთი მოსაზრება ელექტრონული სიგარეტების შესახებ:

მითი პირველი: ელექტრონული სიგარეტები ზიანის მომტანია, რადგან ისინი შეიცავენ ნიკოტინს

დან 4 თამბაქოს მომხმარებელს არასწორად მიაჩნია, რომ ნიკოტინი თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებების მთავარი გამომწვევი მიზეზია. სამეცნიერო მტკიცებულებები აჩვენებს, რომ მართალია ნიკოტინი იწვევს დამოკიდებულებას, თუმცა ის ჯანმრთელობისთვის მინიმალური ზიანის მომტანია. უფრო მეტიც, თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებების მთავარი გამომწვევი მიზეზი თამბაქოს კვამლში არსებული 6000-მდე ნივთიერებაა, რომელთაგან 70 კიბოს გამომწვევ ნივთიერებად სახელდება.

ელექტრონული სიგარეტების მიერ წარმოქმნილი აეროზოლი არ შეიცავს კუპრსა და მხუთავ აირს - თამბაქოს კვამლში არსებულ ორ ყველაზე მავნე ნივთიერებას. უფრო მეტიც, ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით, ელექტრონული სიგარეტი ამცირებს თამბაქოს კვამლში არსებული მავნე ქიმიური ნივთიერებების რაოდენობას. რაც მიანიშნებს იმაზე, რომ თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობები ტრადიციულ თამბაქოსთან შედარებით ნაკლები ზიანის მომტანია.

მითი მეორე: ელექტრონული სიგარეტების აეროზოლის შესუნთქვა მავნებელია გარშემომყოფთათვის

სამეცნიერო კვლევების თანახმად, რომ თამბაქოს კვამლის შესუნთქვა გარშემომყოფთა ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანია. სწორედ ამიტომ, რიგ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, აკრძალულია საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ სივრცეებში მოწევა.

ტრადიციული სიგარეტისგან განსხვავებით, ელექტრონული სიგარეტები არ გამოყოფენ კვამლს, არამედ წარმოქმნიან აეროზოლს, რომლის შესუნთქვაც გარშემომყოფთათვის საფრთხეს არ წარმოადგენს, ვკითხულობთ 2018 წელს Public Health England-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში. თუმცა, აღნიშნული ჯანდაცვის ინსტიტუტი აფრთხილებს ასთმისა და სხვა სასუნთქი გზების დაავადებების მქონე ადამიანებს, რომ ელექტრონული სიგარეტის აეროზოლის შესუნთქვამ შესაძლოა გამოიწვიოს მათი სასუნთქი გზების გაღიზიანება.

მითი მესამე: ელექტრონული სიგარეტები ახალგაზრდებს მოწევის დაწყებისკენ უბიძგებენ

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ თამბაქოს ელექტრონული სიგარეტები ხელს უწყობს ახალგაზრდებში თამბაქოს მოხმარების ინიცირებას. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, მართალია, ახალგაზრდები სინჯავენ ელექტრონულ სიგარეტებს, თუმცა არამწეველთა შორის არ შეინიშნება მოწყობილობის რეგულარული მოხმარება.

მითი მეოთხე: ელექტრონული სიგარეტები წარმოადგენს თამბაქოს ინდუსტრიის ინსტრუმენტს, რომელიც ეხმარება მას, აიძულოს ადამიანები, გააგრძელონ თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარება

ბაზარზე თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებისა და ელექტრონული სიგარეტების გამოჩენის შედეგად, მხოლოდ დიდ ბრიტანეთში 3.2 მილიონმა ადამიანმა დაიწყო თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მოხმარება. მათგან ნახევარზე მეტმა სრულად დაანება თავი მოწევას, ხოლო დამატებით 770 000-მა ადამიანმა სრულად დაანება თავი ტრადიციული თამბაქოსა და თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების მოხმარებას. დიდი ბრიტანეთის მაგალითზე დაყრდნობით აღსანიშნავია ისიც, რომ ბაზარზე თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების გამოჩენის შედეგად ინგლისში საგრძნობლად შემცირდა მწეველთა რაოდენობა და რეკორდულ მინიმუმს, 14.9%-ს გაუტოლდა.

მითი მეხუთე: ელექტრონული სიგარეტები არ უწყობენ ხელს მოწევისგან თავის დანებებას

2019 წელს ინგლისის სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნებული კლინიკური კვლევის თანახმად, რომელშიც 900 ადამიანი მონაწილეობდა, დადგინდა, რომ თამბაქოს მოხმარებისთვის თავის დანებების პროცესში ნიკოტინის ჩამნაცვლებელ თერაპიასთან შედარებით, სტანდარტული ელექტრონული სიგარეტები ორჯერ უფრო ეფექტური ინსტრუმენტია.

საბოლოოდ კი შეიძლება ითქვას, რომ თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანის შემცირების პროცესში თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თუმცა, თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების შესახებ სწორი აღქმების ჩამოყალიბებისათვის საჭიროა მეცნიერულ მტკიცებულებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს საქართველოში მცხოვრებ 900 000 მწეველს, მიიღონ ინფორმაცია ნიკოტინის შემცველი ალტერნატიული თამბაქოს პროდუქტების შესახებ და გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მათ, შეამცირონ საკუთარი და მათ გარშემომყოფთა ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები