მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ვითარებაა ინფექციურ საავადმყოფოში? - მარინა ეზუგბაია

5e9e9bb492017
ინგა მურუსიძე
21.04.20 11:20
724
ამ ეტაპზე სტაციონარებში 313 პაციენტი მკურნალობს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„ამ ეტაპზე ქვეყანაში გვაქვს 408 დადასტურებული შემთხვევა. ბოლო სამი დღის განმავლობაში 25 ახალი შემთხვევა დაგვემატა. ამ ეტაპზე სტაციონარებში მკურნალობს 313 პაციენტი, ხოლო ახალი შემთხვევები არ გვაქვს. ვმკურნალობთ 56 პაციენტს, მათგან ორი პრობლემურია, თუმცა - სტაბილური. მიმდინარეობს დაკვირვება. 14 პაციენტს აქვს მძიმე პნევმონია, თუმცა მართვას ექვემდებარებიან. გუშინ გვყავდა 1 საეჭვო პაციენტი, მაგრამ მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა. 9 თვის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, ველოდებით ვადის გასვლას, რომ ვირუსის მონიტორინგი განვახორციელოთ“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები