მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ვითარებაა მიწისძვრით დაზარალებულ ავღანეთში?

ავღანეთი

ავღანეთის აღმოსავლეთით, პაკისტანის საზღვრის სიახლოვეს, 31 აგვისტოს მომხდარმა 6.0-ბალიანმა მიწისძვრამ თალიბანის მიერ მართული ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 1,100 გადასცდა, დაშავებული კი 3,500-ზე მეტი პირია. მიწისძვრის ეპიცენტრში, კუნარსა და ნანგარჰარში არაერთი სოფელი გასწორდა მიწასთან. ხელისუფლების ცნობით, დაინგრა 8,000-ზე მეტი სახლი და კრიტიკულად დაზიანდა გზები, რომლებიც პროვინციებს ცენტრალურ ქალაქებთან აკავშირებდა. მიწისძვრის შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა დააზიანა კომუნიკაციების საშუალებები და სამაშველო ოპერაციები კიდევ უფრო გაართულა.

როგორც ოფიციალურ ქაბულში აცხადებენ, სტიქიის ზონაში ყველა მოქმედი საავადმყოფო დაინგრა, გარშემო მდებარე კლინიკები კი პაციენტების გაზრდილ ნაკადს სრულფასოვან მომსახურებას ვერ უწევენ. ვითარებას ართულებს ფინანსური რესურსების სიმწირეც.

როგორც ცნობილია, ავღანეთი 2022 წლის შემდეგ გაცილებით მცირე ჰუმანიტარულ დახმარებას იღებს. ამჟამად არსებული $767-მილიონიანი ფონდი კი მიწისძვრით გამოწვეულ მძიმე ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ კრიზისს ვერ ეყოფა. შედარებისთვის, 3 წლის წინ ავღანეთმა საერთაშორისო დახმარების სახით $3.8 მილიარდი დოლარი მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები