მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ვითარებაა სამტრედია-გრიგოლეთის ხიდზე, რომლის ერთი ბურჯიც ჩამოიშალა?

64479fe04f189
ინგა მურუსიძე
25.04.23 15:55
1397
რა ვითარებაა სამტრედია-გრიგოლეთის ხიდთან დაკავშირებით, რომლის ერთი ბურჯიც ჩამოიშალა? - ამ კითხვით მიმართა BMG-მ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს. როგორც მინისტრი ამბობს, წყალუხვობის გამო სამუშაო დრო შეზღუდულია, თუმცა ყველაფერს აკეთებენ, რომ შესწავლის პროცესი დროულად დასრულდეს.

„სამტრედია-გრიგოლეთის ხიდთან დაკავშირებით გეტყვით, რომ უკვე გაბურღულია ოთხი ბურჯი და პროცესი გრძელდება. მათ შორის ახლო პერიოდში დაგეგმილია მერვე ბურჯის შესწავლა, ჩაბურღვა, რომელიც ჩაიძირა და რომელმაც გამოიწვია ნაშენის ჩამოშლა. ტარდება კვლევითი სამუშაოები, რომელიც შეგვაძლებინებს უკვე ობიექტური სურათი გვქონდეს და საინჟინრო გადაწყვეტილებები მივიღოთ და ასევე საგამოძიებო ორგანოს ექნება სრული სურათი, რომ უკვე შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცეს საკითხს.

რეალურად, მაქსიმალურად სწრაფად კეთდება ყველაფერი. ამ დასკვნების შემდეგ შევძლებთ უკვე სამუშაოების იმდაგვარად დაპროექტებას, რომ აღნიშნული მონაკვეთი შევიყვანოთ ექსპლუატაციაში“, - განაცხადა ქარსელაძემ.

მდინარე რიონზე საავტომობილო ხიდი, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის პროექტის ფარგლებში შენდება. ხიდის ერთ-ერთი ბურჯი, 2023 წლის 21 თებერვალს დაზიანდა, რამაც ხიდის ორი მალის ნაშენის ჩაწოლა გამოიწვია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები