მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ვიცით Vogue-ის ახალი ხელმძღვანელის შესახებ, რომელიც ანა ვინტურს ჩაანაცვლებს?

Vogue

გავლენიანი ამერიკული გამოცემის, Vogue-ის მთავარ რედაქტორად ქლოი მალე დაინიშნა. ის სახელგანთქმულ ანა ვინტურს ჩაანაცვლებს, რომელიც აღნიშნულ პოზიციას 1988 წლიდან იკავებდა.

თავად ყოფილი რედაქტორი, Vogue-ს სრულად არ დაემშვიდობება და მისი გლობალური მიმართულების რედაქტორი გახდება. აღსანიშნავია, რომ ძველი ბრენდის გარდა ვინტური საქმიანობას კიდევ ერთ გამოცემაში, Condé Nast-ში დაიწყებს და იქ მედიის სარედაქციო შინაარსს განსაზღვრავს.

რაც შეეხება Vogue-ის ახალ მთავარ რედაქტორს, 39 წლის ქლოი მალე გამოცემის ერთ-ერთ ვეტერან ჟურნალისტად ითვლება. მან ამ მედიისთვის წერა 2011 წელს დაიწყო და 2023 წლიდან დღემდე გამოცემის ვებგვერდსაც უძღვებოდა. ბოლო პერიოდში ის მოდის თემაზე შექმნილი პოდკასტის, The Run-Through-ს წამყვანიც იყო. ქლოი მალეს მოდის საკითხების გაშუქების საკმაოდ მრავალფეროვანი პორტფოლიო აქვს. ამასთან, ის ექსკლუზიურ ინტერვიუებს მოდის არაერთ ცნობილ სახესთან წერდა.

ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში გაზრდილმა მალემ ჟურნალისტური განათლება ბრაუნის უნივერსიტეტში მიიღო და სასწავლებელი შედარებითი ლიტერატურისა და ლიტერატურული ხელოვნების ბაკალავრის სტატუსით დატოვა. მისი პირველი სამსახური New York Observer-ში იყო, სადაც მან მუშაობა ჟურნალისტად დაიწყო. ქლოი მალეს ხელმძღვანელობის პერიოდში, 2023-2025 წლებში ვოგის ვებგვერდის მკითხველთა რაოდენობა გაორმაგდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები