მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ვუყოთ NFT-ებს? - გაიგე "ერაივალის" მომდევნო ვირტუალური კონფერენციიდან

6456129f9af19
BM.GE
06.05.23 13:05
795
Ერაივალი, საქართველოში წამყვანი მეტავერს ღონისძიებების სააგენტო, კიდევ ერთ საინტერესო ვირტუალურ ღონისძიებას აანონსებს, თემაზე: “რა ვუყოთ NFT-ებს?”

Რიგით მერვე ვირტუალური ღონისძიება გაიმართება Decentraland-ის მეტავერსში, 8 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე (12:00 PM EST).

“რა ვუყოთ NFT-ებს?” ღონისძიების მიზანია აუდიტორიას გააცნოს NFT ტექნოლოგიის ამჟამინდელი და სამომავლო პოტენციალი და მათი როლი თანამედროვე ხელოვნებაში, თამაშებსა და DeFi-ში, ანუ, დეცენტრალიზებულ ფინანებსში.

ვირტუალურ კონფერენციას გაუძღვება 3 ექსპერტი სპიკერი, რომლებიც გაგვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებებსა და შეხედულებებს, განიხილავენ მრავალ წარმატებულ თუ წარუმატებელ პროექტს, ინდუსტრიის ტრენდებს, და მნიშვნელოვან ტექნიკურ დეტალებებს რაც დაეხმარება ბიზნესებს NFT ტექნოლოგიების ათვისებაში.


Გაიცანით სპირეკები:

ჯეს ფორდი-NonFungible.com-ის კორპორატიული ლიდერი.
ლილი სნაიდერი -მეტავერს მკვლევარი;
Ნატალია საგინაშვილი -ERA 2140-ის მარკეტინგის დირექტორი;
Ბექა ზაქაიძე - Coinswap.ge-ის თანადამფუძნებელი
Ჯულიან ფლორესი - The Film3 Squad-ის თანადამფუძნებელი

ღონისძიები მოდერატორი კი Holy Motors-ის კრეატიული დირექტორი - Გიორგი ავალიანი იქნება.



აღსანიშნავია, რომ ვირტუალური კონფერენცია ინგლისურ ენაზე გაიმართება, რაც საერთაშორისო მასშტაბით NFT-ებით დაინტერესებულ სტარტაპებსა თუ წარმატებულ ბიზნესმენებს საშუალებას მისცემს სრულფასოვნად ჩაერთონ საღამოს მიმდინარეობაში, დასვან საინტერესო კითხვები, და მოისმინონ პროფესიონალთა მოსაზრებები.


Როგორ დავესწრო ღონისძიებას Decentaland-ში?

Ღონისძიებაზე დასწრება ვირტუალური სივრცეში, Decentraland-ში, უფასოა, თუმცა ამისთვის წინაწარი რეგისტრაციაა საჭირო. Სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ წვდომას ერაივალის ვირტუალურ სივრცეზე Decentaland-ში, რის შემდეგაც შეძლებენ 3D ავატარის შექმნას და ღონისძიებაში ჩართვას.

კონფერენციის ფარგლებში, Ავატარის მეშვეობით მონაწილეები შეძლებენ ისაუბრონ, იცეკვონ, ტაში დაუკრან, და გამოხატონ სხვადასხვა ემოცია.

ღონისძიებაზე მეტავერსში დასასწრებად, გაიარე რეგისტრაცია - https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfN6ukB6tXzfsY44s7ysIp0r9OKO4ugKETRTJnWXtFxHCi75Q/viewform

Ღონისძიების “რა ვუყოთ NFT-ებს?” ორგანიზატორია ARRIVAL.

ARRIVAL-ი პირველი ქართული მეტავერს ღონისძიებების სააგენტოა, რომელიც კომპანიებსა და ორგანიზაციებს ეხმარება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების 3D ვირტუალურ სივრცეში ჩატარებასა, და დამსწრეთათვის სახალისო და ინტერაქციული გამოცდილებების შექმნაში.

ღონისძიების პარტნიორები არიან: ანტერპრენერი თუ გსურთ თქვენი ღონისძიება ჩატადეს მეტავერსში, დაგვიკავშირდით: Საკონტაქტო ინფორმაცია: info@arrivalmeta.co

ერაივალი, ქართული სტარტაპია, რომელიც ლოკალურად და გლობალურად ორგანიზაციებს ვირტუალური და ჰიბრიდული ღონისძიებების ორგანიზებაში ეხმარება.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები