მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა წერია კანაფის მოყვანა-კულტივაციის შესახებ კანონპროექტში

5b9bb7fa39ff2
თამუნა დემეტრაშვილი
14.09.18 17:29
1195
"კანაფის კონტროლის შესახე“ კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად ოფიციალურად შევიდა. კანონპროექტის მიხედვით, სააგენტო, რომელმაც კანაფის ლეგალური წარმოების საკითხები უნდა მართოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაექვემდებარება. პროექტის მიხედვით, სააგენტო კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული სალიცენზიო და სარეგისტრაციო საქმიანობას განახორციელებს, მოახდენს წესების დარღვევისთვის რეაგირებას და საჭიროების შემთხვევაში კანაფის კონფისკაციას.

სააგენტოს ხელმძღვანელს მინისტრი დანიშნავს, დაფინანსების წყაროდ კი დოკუმენტში სახელმწიფო ბიუჯეტი და მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავლებია. სააგენტოს საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლიც წესდება და უწყება ვალდებული იქნება ყოველი წლის თებერვალში, კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანოს ანგარიში წარუდგინოს.

სად და რა ოდენობით და რა ჯიშის კანაფის წარმოება მოხდება საქართველოს ტერიტორიაზე, ამას მთავრობა კვოტების დაწესებით დაარეგულირებს, შესაბამისი დადგენილების საფუძველზე.

კანონმდებლობით აკრძალული იქნება 21 წლამდე პირის კანაფის წარმოების ინდუსტრიაში ჩართვა, ასევე წარმოება და გადამუშავება, საგანმანათლებლო დაწესებულებებდან 500 მეტრის რადიუსში.

კანონპროექტის ჩანაწერის მიხედვით, კანაფის დათესვა, მოყვანა, კულტივაცია და გადამუშავება დასაშვები იქნება მხოლოდ დახურულ შენობა-ნაგებობებში, რომლებიც აღჭურვილი უნდა იყოს სათვალთვალო სისტებითა და 24 საათიანი დაცვით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები