მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ხდება რიკოთზე?

BM.GE
22.06.23 13:46
324
რიკოთზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია. ინფორმაცია საგზაო დეპარტამენტმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. “ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა მიწის შვავმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169 კმ-ზე ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ადგილზე ჩამოსულმა მიწის შვავმა შეაფერხა საავტომობილო მიმოსვლა. ამ დროისათვის მიმდინარეობს აქტიური გაწმენდითი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში სრულად აღდგეს საავტომობილო მოძრაობა.-“ ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე 2 დღის წინ სოციალური ქსელი კიდევ ერთხელ მოიცვა კადრებმა, რომელიც რიკოთზეა გადაღებული. კადრებში ჩანს, რომ გზაზე უხვი ნალექის შედეგად ჩამოჭრილი ფერდობები ჩამოირეცხა და გზებზე საკმაოდ რთული ვითარებაა.საგზაო დეპარტამენტში მაშინაც აცხადებდა რომ პრობლემა ისევ და ისევ ძლიერმა წვიმებმა შექმნა. 

ჯერ მთის ფერდი ჩამოშლის, შემდეგ კი ზედიზედ ორჯერ, ქვათა ცვენისა და მეწყრის გამო რიკოთზე მიმდინარე პროცესები საზოგადოების ყურადღების ცენტრშია მარტიდან მოყოლებული. მიუხედავად იმისა, რომ გზა რამდენჯერმე ჩაიკეტა, ხელისუფლება ყველა ჯერზე ირწმუნება, რომ საშიში არაფერია, გააქტიურებული მეწყრული პროცესი ხშირი წვიმების ბრალია და არა რიკოთზე მიმდინარე აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის. ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებში, როდესაც უბისა-შორაპნის მონაკვეთზე, მეწყრული ფერდის ერთ-ერთი უბნის დროებით მოპირკეთებული ბეტონის ზედაპირი ჩამოიშალა და ამის ამსახველი ფოტოები გავრცელდა, სპეციალისტებმა აქტიური საუბრები დაიწყეს იმაზე რომ პროცესები მოსალოდნელი იყო და ამაზე 2019 წელს ჩინური კომპანიის მიერ დაკვეთილ ანგარიშში პირდაპირ ეწერა.

გარდა იმისა, რომ საზოგადოება სრულად ჩვეულებრივად, ყოველგვარი პროტესტის გარეშე ვუყურებთ იმ ამბავს, რომ თვეებია უკვე გზაზე დაწესებული შეზღუდვით გადავადგილდებით, მეორე და უმთავრესია ის რისკები, რაც შესაძლოა ამ პროცეს ახლდეს თან.

სტუმარი: თეა გოდოლაძე - სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორი;




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები