29-30 აგვისტოს თბილისში მოსული უხვი ნალექის შედეგად დედაქალაქის ქუჩები დაიტბორა და ინფრასტრუქტურა 300-მდე მისამართზე დაზიანდა. ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურა უახლოეს პერიოდში აღდგება.
სხდომის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემა უპასუხა. მისი ინფორმაციით, 29 აგვისტოს მოსულმა უხვმა ნალექმა დედაქალაქს 5 მლნ ლარამდე ზარალი მიაყენა.
"უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული ზარალი, დაახლოებით, ₾5 მლნ-ის ფარგლებშია, რასაც მუნიციპალიტეტი გამოყოფს და 10-მდე რაიონში გადავანაწილებთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს რაც ზიანი მიადგათ, დავეხმაროთ და გამოვასწოროთ რაც დაზიანებულია, როგორც კერძო საკუთრებაში არსებული, ასევე მუნიციპალური ინფრასტრუქტურა", - განაცხადა ვიცე-მერმა.
29 აგვისტოს მოსულმა ნალექმა ინფრასტრუქტურა 300-მდე მისამართზე დააზიანა - კალაძე