მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ზარალი ნახა ლონდონმა მეტროს მემანქანეების გაფიცვის შემდეგ?

5b16968c076ea
ანუკა ჯოხაძე
05.06.18 20:00
1104
2010 წელს ლონდონის მეტროპოლიტენის თანამშრომლებმა 24-საათიანი გაფიცვა მოაწყვეს. აქციაში ორი სატრანსპორტო პროფკავშირის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გაფიცულთა რაოდენობა 10 ათასს შეადგენდა. დაიკეტა 77 მეტროსადგური. ლონდონის მერიასაც თბილისის მერიის მსგავსი მიდგომა ჰქონდა: გაფიცვის დროს ქალაქში ავტობუსების 100 დამატებითი მარშრუტი ამაშავდა.

ექსპერტთა შეფასებით, ლონდონთან ერთად მსგავსი პროცესები საფრანგეთშიც მიმდინარეობდა, ამ შემთხვევაში რკინიგზის თანამშრომლები პრეზიდენტ მაკრონის ახალ რეფორმას დაუპირისპირდნენ.

ორივე შემთხვევაში ამ პროცესებმა უარყოფითი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე იქონია, ეს გაფიცვა ლონდონის მეტროს, რომლითაც ყოველდღიურად მილიონობით მგზავრი სარგებლობს, 50 მლნ გირვანქა სტერლინგი დაუჯდა.

რაც შეეხება საქართველოს წინასწარი ხარჯების შეფასება თბილისის სატრასპორტო კომპანიას არ შეუძლია. თუმცა თბილისის მერის მოადგილის განცხადებით ზარალი 40-45 ათასი ლარია. ხოლო რაც შეეხება მგზავრების რაოდენობას, თბილისის მეტროთი კომპანიის ინფორმაციით, ყოველდღიურად 60000 ადამიანი სარგებლობს. ავტობუსების შემთხვევაში კი მგზავრების რიცხვი ყოველდღიურად დაახლოებით 400 000 მგზავრს უტოლდება.

შეგახსენებთ, თბილისის მერის გადაწყვეტილებით, გაფიცვის გამო თბილისის მოსახლეობა ავტობუსებით უფასოდ უკვე მეორე დღეა სარგებლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები