მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ზომის ბინის ყიდვაა შესაძლებელი $1 მილიონად მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში

5e5f648089f5c
ნათია თაქთაქიშვილი
05.03.20 00:00
2405
CNBC-ი მსოფლიოში 3 ყველაზე ძვირად ღირებულ ქალაქს ასახელებს უძრავი ქონების ღირებულების მიხედვით. როგორც გამოცემა წერს, 1 მილიონი აშშ დოლარი მსოფლიოში უძრავი ქონების შესაძენად არცთუ ისე დიდი თანხაა.

ძვირადღირებულ ქალაქების პირველ სამეულში მოხვდა: მონაკო, ჰონგ-კონგი და ლონდონი.

მონაკო ძვირად ღირებული ქალაქების ჩამონათვალში პირველია. 1 მილიონ აშშ დოლარად აქ მხოლოდ 15 კვ.მ ფართის შეძენაა შესაძლებელი და ეს ძირითადად 1-საძინებლიან ბინას წარმოადგენს.

ჰონგ-კონგი ძვირად ღირებული ქალაქების ჩამონათვალში მეორე ადგილზეა და ამ ქალაქში ერთ მილიონ დოლარად 20 კვ.მ ფართის შეძენაა შესაძლებელი, მესამე ადგილზე კი ლონდონია, სადაც 30 კვ.მ შეძენას შეძლებთ მილიონად. ნიუ-იორკში კი ამ თანხად 31 კვადრატული მეტრის ფართობის ბინის ყიდვაა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონება ყველაზე იაფი კეიპთაუნშია (სამხრეთ აფრიკა), სადაც 1 მილიონ აშშ დოლარად 167 კვადრატული მეტრის ბინის შეძენაა შესაძლებელი.

ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების TOP-10 ასე გამოიყურება:

1. მონაკო
2. ჰონგ-კონგი
3. ლონდონი
4. ნიუ-იორკი
5. სინგაპური
6. ჟენევა
7. ლოს-ანჯელესი
8. პარიზი
9. სიდნეი
10. შანხაი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები