მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ზომისაა სამშენებლო&სარემონტო მასალების ბაზარი საქართველოში? - G & T კვლევის შედეგები;

2023 წელს ბეტონის წარმოება, რეკორდულ 4.3 მლნ კუბურ მეტრამდე გაიზარდა, რაც ინფრასტრუქტურული პროექტებით და გაზრდილი სამშენებლო აქტივობით აიხსნება - ამის შესახებ მიმოხილვას Galt&Taggart-ი აქვეყნებს. მიმოხილვის მიხედვით, ბეტონის ფასის სწრაფი ზრდა 2022 წლიდან დაიწყო, რაც მაღალმა მოთხოვნამ და ცემენტის ფასის ზრდამ განაპირობა. ამასთან, როგორც Galt&Taggart-ი აღნიშნავს, სამშენებლო მასალების სექტორის შემოსავალი 2020-23 წლებში თითქმის გაორმაგდა, რაც პანდემიის შემდეგ მშენებლობის სექტორის სწრაფი აღდგენით და ფასების ზრდით იყო განპირობებული. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო მასალების დიდი ნაწილი ადგილობრივად იწარმოება. მათ შორის, ცემენტის მოხმარება ძირითადად ადგილობრივი წარმოებით (მოხმარების 93.1%) დაკმაყოფილდა 2023 წელს. ცემენტის ფასებმა სწრაფად დაიწყო ზრდა 2022 წლის შემდგომ, რისი მიზეზიც კლინკერისა და ქვანახშირის ფასის ზრდა იყო. რაც შეეხება არმატურის მოხმარებას, 2023 წელს მისმა მოცულობამ 558.0 მლნ კილოგრამს მიაღწია. ამასთან, არმატურის ადგილობრივი წარმოება წლიურად 14.5%-ით შემცირდა და შესაბამისად მოთხოვნა იმპორტით დაკომპენსირდა 2023 წელს.

სტუმრები:

  • კახა სამყურაშვილი - Galt&Taggart-ის სექტორული კვლევების მიმართულების უფროსი;
  • ოთარ ცუხიშვილი - Galt&Taggart-ის ანალიტიკოსი;

#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძესა და გუგა კობახიძესთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები