უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პირდაპირი საქმიანობა თბილისის ეკონომიკის მეხუთედზე მეტია, სექტორი კი დედაქალაქში ათი ათასობით ადამიანს ასაქმებს. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, აღნიშნული მონაცემები გაცილებით დიდი იქნება, თუ მშენებლობასთან დაკავშირებულ ირიბ საქმიანობასაც მივათვლით, მითუფრო რომ ბოლო წლების განმავლობაში, სამშენებლო მიმართულებით მოთხოვნა და მიწოდება რეკორდულად იზრდება.
სტუმარი: თემურ ბოლოთაშვილი - თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსი;