მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაც მალე დავასრულებთ “მექანიზატორის” გასხვისების პროცესს, უკეთესია – მინისტრი

625845c53d007
სალომე მეცხვარიშვილი
14.04.22 20:00
976
რაც მალე დავასრულებთ “მექანიზატორის” გასხვისების პროცესს, უკეთესია – ასე პასუხობს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია პარლამენტარის შეკითხვას, რა ბედი ეწია სახელმწიფო კომპანია შპს “მექანიზატორს”. აღნიშნული კომპანია წლების განმავლობაში ფლობდა სასოფლო–სამეურნეო ტექნიკას და ფერმერებს ემსახურებოდა ხვნა–თესვის პროცესში.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, რომ რამდენიმე წელია სახელმწიფო ცდილობს გაყიდოს ერთი მხრივ, ტექნიკა, მეორე მხრივ კი “მექანიზატორების” სერვის–ცენტრები.

“ტექნიკის ნაწილი გასხვისდა ეტაპობრივად, შემდეგ კომპანიის ნაწილის გასხვისებაც ვცადეთ. იყო აუქციონი, მაგრამ შედეგი არ დადგა. შესაბამისად, გაგრძელდა ტექნიკის და სერვისცენტრების გასხვისების პროცესი.

2 სერვისცენტრი და ტექნიკის დიდი ნაწილია გასხვისებული. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ესკომპანია იყოს კერძო მესაკუთრის ხელში, რადგან სახელმწიფო ამ შემთხვევაში არ არის კარგი მენეჯერი. ყველა ვთანხმდებით, რომ კერძო სექტორი უკეთესი მენეჯერია. გავაგრძელებთ ამ კომპანიის გასხვისებას და რაც მალე დავასრულებთ პროცესს, უკეთესია”,– აცხადებს მინისტრი.

წლების განმავლობაში “მექანიზატორი” ზარალიანი სახელმწიფო კომპანიაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები