ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არსებული ვითარება შეაფასა. იგი მიიჩნევს, რომ ამ პროექტს თანდათან დაფინანსების მეტი შანსი ეძლევა. ამის შესახებ მან "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას განაცხადა.
"რაც უფრო პოლიტიზირებული ხდება ეს საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ეს პორტი შესაძლოა, კომერციულად არ დაფინანსებულიყო, ახლა მას აქვს უფრო მეტი შანსი დაფინანსების, იმიტომ რომ მმართველ ძალას ისედაც აქვს პრობლემები 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით და შეეცდება, რომ მაქსიმალურად გაანეიტრალოს ეს სიტუაცია და შესაძლოა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა ხვდება, რომ კომერციული ნიადაგი აქ არასაკმარისია, შესაძლებელია წავიდნენ დიდ დათმობებზე, გასცენ საბანკო გარანტიები და შეიძლება კაპიტალშიც შევიდნენ, ოღონდ ეს პორტი და პროექტი გაკეთდეს და გაანეიტრალონ ეს პოლიტიკური ნეგატიური ასპექტი. მე ვთვლი, თუ ეს ასე მოხდა, ეს იქნება ძალიან საზიანო საქართველოს ეკონომიკისთვის, მაგრამ უფრო საზიანო იცით რა იქნება, თუ ამ პოლიტიკურ სკანდალს მოჰყვება ის, რომ არც ანაკლია გაკეთდება და არც – ფოთის პორტი", - განაცხადა ქობულიამ.

























