მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რაჭა ჩემო სიყვარულოს" თემატიკაზე ფილმი, შესაძლოა, ჩინელებმა დააფინანსონ

5a253fe846607
ელენე გოგბერაშვილი
04.12.17 16:28
2413
"რაჭა ჩემო სიყვარულო 20 წლის შემდეგ"- ამ სახელწოდებით ფილმის გადაღება გასულ წელს "საქმის კურსთან" "საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ დაანონსა. მისი თქმით, "რაჭა ჩემო სიყვარულო"-ს რიმეიქი ბრიტანულ-სლოვაკურ საინვესტიციო ფონდისა და საპარტნიორო ფონდის თანამშრომლობით უნდა გადაეღოთ.
დღეს კი დავით საგანელიძე "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ ეს ფილმი არ იქნება "რაჭა ჩემო სიყვარულოს" რიმეიქი, თუმცა არსებობს ანალოგიური თემატიკის ფილმის გადაღების იდეა. მისი თქმით, ფილმის სცენარი უკვე მზად არის და ასევე შერჩეულია ფილმში ძირითადი როლის შემსრულებელი პერსონაჟები. კომერციული ინტერსებიდან გამომდინარე, საგანელიძე არ გამორიცხავს, რომ ფილმის დაფინანსებაში საპარტნიორო ფონდიც ჩაერთოს.

"ეს არ არის "რაჭა ჩემო სიყვარულო"-ს რიმეიქი. ეს არის ისევ სლოვაკურ-ქართული ფილმის შექმნის იდეა, რომელიც იქნება ისევ ამ ორი ქვეყნის წარმომადგენლების მეგობრობაზე, სიყვარულზე, ლამაზ ისტორიაზე, ლამაზი ბუნების და ლამაზი ტრადიციების ჩვენებაზე. ისე როგორც იყო ადრე "რაჭა ჩემო სიყვარულო".

ანალოგიური შეიძლება გაკეთდეს. ფილმის სცენარი თითქმის დაიხვეწა, შერჩეული არიან ფილმის ძირითადი როლის შემსრულებლები. ახლა ჯგუფი მუშაობს ფინანსური მოდელის შეკვრაზე, ბიუჯეტის ჩამოყალიბებაზე. ჩვენ სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას თუ ამის საშუალება გვექნება, იმიტომ რომ როგორც მოგეხსნეებათ, ჩვენ კომერციულ პროექტებს ვაფინანსებთ. თუ კომერციული ნაწილი გამოიკვეთა და ჩვენ დავრწმუნდით ამაში, მაშინ შეგვიძლია დავაფინანსოთ. თუ არა და მე პირადად ერთი ადამიანი მაქსიმალურად მივეხმარები და ხელს შევუწყობ და ვუწყობ კიდეც ორგანიზატორებს, რომ მოიძიონ ეს თანხა უცხოეთის საფინანსო ინსტიტუტებში და მოძებნონ სპონსორები", -აცხადებს დავით საგანელიძე.

ფილმის გადაღების პროექტში მონაწილეობის ინტერესს გამოითქვამს ჩინეთის სახელმწიფო კინომატოგრაფიაც. როგორც საგანელიძე აცხადებს, არ არის გამორიცხული ფილმში ისინიც ჩაერთონ.

"ბოლოს ჩინეთში ჩემი ვიზიტის დროს მქონდა შეხვედრა ჩინეთის სახელმწიფო კინომატოგრაფიის ხელმძღვანელ პირთან. მათაც გამოთქვეს სურვილი ზოგადად, რომ საქართველოში ქართულ კინომატოგრაფიასთან ითანამშრომლონ, ნახონ პროცესი როგორი შეიძლება ეს თანამშრომლობა არსებობდეს. არ არის გამორიცხული, რომ ამ ფილმშიც მათ გარკვეული მონაწილეობა მიიღონ", -განუცხადა დავით საგანელიძემ "საქმის კურსს".


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები