რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ყოველი მესამე ოჯახი უმწეოა
მეგი კავთუაშვილი
26.02.18 13:41
• 750
საქართველოში ყველაზე ღარიბი რეგიონი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთია. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა პროცენტული წილი მთელ მოსახლეობასთან შეფარდებით აღნიშნულ რეგიონში ყველაზე მაღალია. იანვრის სტატისტიკის მიხედვით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში თითქმის ყოველი მეორე მოსახლე და ყოველი მესამე ოჯახი უმწეოა და სოციალურ ფულად შემწეობაზეა დამოკიდებული. უმწეოთა სოციალურ დახმარებას სულ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემოსვანეთში 5 338 ოჯახი და 12 775 პირი იღებს.