მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Racha Roots Boutique House - ამბროლაურში ახალი სასტუმრო გაიხსნა

Racha Roots Boutique House

რაჭაში, ამბროლაურის ცენტრში საოჯახო ტიპის ახალი სასტუმრო Racha Roots Boutique House გაიხსნა. 4-ოთახიანი, 10 ადამიანის მასპინძლობაზე გათვლილი ობიექტი სულ ერთი კვირაა რაც ოპერირებს.

სასტუმროს მფლობელი ნეოლინე პეტრიაშვილი BM.GE-სთან ამბობს, რომ 1 კვირის განმავლობაში მათი სასტუმრო სრულად დატვირთული იყო, რასაც ხელი „ფუძეობის“ დღესასწაულმაც შეუწყო.

„ეს ჩემი მეუღლის მამაპაპისეული სახლია, რომლის გადაკეთებაც 5 წლის წინ დავიწყეთ და თანამედროვე იერსახე მივეცით. ყველა ნომერს თავისი სველი წერტილი და აივნები აქვთ, საიდანაც ლამაზი ხედები იშლება. ეზოში გვაქვს ვენახი, საიდანაც მოწეული ყურძნით ჩვენ ღვინოს ხვანჭკარას ვწურავთ“, - ამბობს ნეოლინე პატრიაშვილი.

ინვესტიციაზე საუბარი უჭირს, თუმცა სასტუმროს მფლობელი ამბობს, რომ „აწარმოე საქართველოშის“ სესხის თანადაფინანსებით პროგრამით ისარგებლეს. ერთი ღამით სასტუმროში განთავსების ღირებულება საუზმით 150-200 ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები