მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რაჭაში 400 ტონამდე ყურძენია გადამუშავებული.

5bb22e219d3c7
სალომე ჭიპაშვილი
01.10.18 19:30
795
რაჭაში დღეის მდგომარეობით 400 ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. როგორც გადაცემა „საქმიან დილაში“ რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, ანდრო ასლანიშვილმა განაცხადა, რაჭაში რთველი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. აქტიურობა შეიმჩნევა კომპანიების მხრიდანაც და ამ დროისთვის 30 კომპანიაა დარეგისტრირებული.

„ჩვენ გვქონდა რთველის დასაწყისში გარკვეული კომუნიკაციის ნაკლებობა, მევენახეებსა და კომპანიებს შორის, თუმცა მოხდა შეთანხმება და ყურძნის ფასი ხარისხის მიხედვით განისაზღვრება“. -აღნიშნავს ანდრო ასლანიშვილი. მისივე თქმით, რაჭაში არის უხვმოსავლიანობა და წელს 1400 ტონამდე გადამუშავებულ მოსავალს პროგნოზირებს. რაჭაში რამდენიმე დღეში რთველის ძირითადი ნაწილიც დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ რაჭაში რთველი ხმაურიანად მიმდინარეობდა და გასული კვირის მიწურულს, მევენახეებსა და მწარმოებლებს შორის მოლაპარაკებები შედგა. ამის შესახებ თავად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები