მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაჭაში ახალი ტურისტული ობიექტი გაიხსნა - რას გთავაზობთ „დაკიდულა?“

დაკიდულა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსტანაში, სასტუმრო და რესტორანი “დაკიდულა” გაიხსნა. პროექტი 9 ეკომეგობრულ კოტეჯს და სარესტორნო სივრცეს აერთიანებს. როგორც პროექტის თანადამფუძნებელმა ზუკა მანჯგალაძემ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა 1 მლნ ლარს აღემატება.

„დაკიდულა“ სტუმრებს მიმდინარე თვიდან იღებს. ამ დროისთვის განთავსების ფასი ორ პერსონაზე საუზმით 190 ლარია.

"ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებლებს პრემიუმ კლასის ეკომეგობრულ კოტეჯებს, სულ 9 ასეთი კოტეჯი გვაქვს. ყველა კოტეჯი იდენტური ზომისაა, მცირე განსხვავებული დეტალებით. თავიდან მიზანი იყო, რომ წყვილებზე გაკეთებულიყო, თუმცა მოთხოვნიდან გამომდინარე, დავამატეთ რამდენიმე კოტეჯში გასაშლელი დივანი, რომ მესამე ადამიანის მოთავსებაც იყოს შესაძლებელი.

ასევე ვთავაზობთ მომხმარებელს ჩვენს სამზარეულოს, სადაც არის ავთენტიკური კერძები მოდერნიზებული დეტალებით. ამ ეტაპზე დავასრულეთ გარე სივრცის მოწყობაც, სადაც მომხმარებლებს ექნება შესაძლებლობა მოუსმინონ მუსიკას, ისაუბრონ, დააგემოვნონ კერძები, გვექნება ლუდის ქოხიც. რესტორანში ვემსახურებით ყველა სტუმარს.

ინვესტიცია უკვე 1 მლნ ლარს გადაცდა და სრულად ჩვენი პარტნიორების მეშვეობით მოვაღწიეთ აქამდე.

საცდელად 8 ივნისიდან გავეშვით და ამიტომ მოქმედებს ფასდაკლება. ივნისი ღირს 190 ლარი 290-ის ნაცვლად და ივლისში იქნება 220 ლარი. უკვე გვყავდა პირველი დამსვენებელიც, დაინტერესება ტურისტული ჯგუფებიდან წამოვიდა.

ჩვენი მიზანია ,რომ ბევრი ახალი სივრცე გავხსნათ და მომხმარებელს მომდევნო წლებში მუდმივად შევთავაზოთ სიახლე“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები