მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რაჭაში მალე ოპტიკური ინტერნეტი ექნებათ – "საყოველთაო ინტერნეტიზაციის ფარგლებში სამუშაოები დაიწყო"

6253019b93f60
BM.GE
10.04.22 20:18
2075
საყოველთაო ინტენეტიზაციის პროგრამის ფარგლებში, რაჭის მიმართულებაზე საპროექტო სამუშაოები დაიწყო – ინფორმაციას სახელმწიფო ააიპ–ი "ოუფენ ნეტი" ავრცელებს, რომელსაც უშუალოდ აბარია ქვეყანაში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი.

როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, ამბროლაურსა და ონში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობას შპს „სის ბიზნეს სერვისი“ ახორციელებს.

“სამშენებლო არეალში ოპტიკური კაბელის საორიენტაციო სიგრძე 150 კმ-ია, დასახლებული პუნქტების რაოდენობა - 20, ხოლო მოსახლეობა - 11,000.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ოპტიკური ქსელით დაიფარება: ქალაქი ამბროლაური, ხვანჭკარა, ჭრებალო, ბუგეული, ბოსტანა, ლიხეთი, სადმელი, კვაცხუთი, ძირაგეული, კლდისუბანი, წესი, ურავი, ნიკორწმინდა, მეორე ტოლა, პირველი ტოლა, ხოლო ონის მუნიციპალიტეტში - დაბა ონი, უწერა, ღები, ღარი და გლოლა.

პარალელურად, ოპტიკური მაგისტრალის მშენებლობის ტენდერი ლეჩხუმის მიმართულებაზე კონტრაქტის მოლაპარაკების ეტაპზეა. ასევე გამოცხადებულია შესყიდვები სამტრედია-ჩოხატაურისა და ქობულეთი - ხელვაჩაურის მიმართულებებზე”,– ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის წლების წინ დაანონსებული პროექტის განხორციელება აქტიურად 2020 წელს დაიწყო. საპილოტე პროექტი ოზურგეთში უკვე განხორციელდა. 2025 წლამდე ოპტიკური ინტერნეტიქსელით საქართველოს 1000-მდე დასახლება დაიფარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები