მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაჭაში მუშახელი არ არის, კადრების პრობლემა გვაქვს - "იწის წყალი"

637e4469a8d82
თინათინ ნატმელაძე
23.11.22 20:00
970
მინერალური წყლების მწარმოებელი კომპანია „იწის წყალი’’, რომელიც რაჭაში ამბროლაურის რაიონში მდებარეობს, კადრების დეფიციტს განიცდის.

როგორც BM.GE-სთან კომპანიის დამფუძნებელი ვლადიმერ გურგენიძე ამბობს ადგილობრივი კადრები ფაქტობრივად არ არის და თანამშრომლების მოძიება დედაქალაქში უწევს.

„ამჟამად ქარხანაში 15-18 ადამიანი დასაქმებული, მაგრამ რაჭაში ფაქტობრივად, მუშა-ხელი არაა. 4 ადამიანის თბილისიდან ჩამოყვანა მომიწია, რადგან აქ ფიზიკურად არ იყვნენ აღნიშნული პოზიციის შესაბამისი კადრები, თანაც, როცა წარმოება არასტაბილურია, კიდევ უფრო რთულია ადამიანების დასაქმება, რადგან მინიმალური ხელფასით მაინც უნდა უზრუნველყო, ჩვენ კი ახლა დამატებითი ხელფასის გამოყოფის შესაძლებლობა არ გვაქვს“, - ამბობს ვლადიმერ გურგენიძე.

მისივე თქმით, ამჟამად პროდუქციის რეალიზება მხოლოდ რაჭის რეგიონში ხდება, რადგან დისტრიბუციის ფასი გაზრდილია და რეგიონის გარეთ ტრანსპორტირება ზარალია, მცირე საწარმოს კი დამატებით გამოწვევასთან გამკლავების რესურსი არ აქვს.

„იმის გამო, რომ მცირე საწარმო ვართ, წლიურად მცირე რაოდენობას ვაწარმოებთ და ადგილობრივ ბაზარზე ოპერირება ჩვენთვის არარენტაბელურია, ექსპორტის გარეშე წარმოებას ვერ გავაგრძელებთ,’’ - ამბობს იგი.

შეგახსენებთ, რომ “იწის წყალი” 2018 წელს ამბროლაურის რაიონში 2 მილიონი ლარის ინვესტიციით, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით დაფუძნდა. კომპანიამ სააგენტოს პროგრამის ფარგლებში შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა და მიწა სიმბოლურ ფასად, 1 ლარად მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები