რაჭაში ქართულ - ესპანური ინვესტიციით ფერმა ოქტომბერში ამოქმედდება. ამის შესახებ „საქმის კურსს“ კომპანია Native Georgian-ის ხელმძღვანელმა ვასილ ბაბლუანმა განუცხადა.
მისი თქმით, ამჟამად რაჭაში, სოფელ ღარში, ფერმის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს.
კომპანიას უკვე დაწყებული აქვს ქართული ჯიშის ღორის შეძენაც.
რაჭაში ფერმის მშენებლობაში 700 ათასი დოლარი დაიხარჯება.
სამომავლოდ კომპანია პარტნიორი ფერმების გახსნას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გეგმავს. პროექტის ფარგლებში, კომპანიის მფლობელობაში 1200 დედა ღორი იქნება.
პროექტის ფარგლებში გაზრდილი ღორების შემსყიდველი თავად კომპანია NATIVE Georgian იქნება, რომელიც ხორცს დაამუშავებს და პირველად საქართველოში ხამონს აწარმოებს.
პროდუქცია პირველ რიგში ქართულ ბაზარს დააკმაყოფილებს, შემდეგ კი ექსპორტზეც გავა.
პროექტი 8-წლიანია და სავარაუდო ინვესტიცია 10-15 მილიონამდე იქნება.

























