მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაჭაში რთველი დაიწყო - გადამუშავებულია 120 ტონა ყურძენი

რთველი რაჭა

რაჭაში რთველი დაიწყო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე გადამუშავებულია 120 ტონა ყურძენი, მათ შორის დაახლოებით 110 ტონა ალექსანდროული და მუჯურეთულია, დანარჩენი კი, სხვადასხვა ჯიშის.

რაც შეეხება კახეთს, რთველი გრძელდება კახეთშიც, სადაც 6 ოქტომბრის მდგომარეობით, გადამუშავებულია 214,000 ტონამდე ყურძენი.

მიმდინარე წელს რაჭა-ლეჩხუმში მოსავლის პროგნოზი 1500-2000 ტონის ფარგლებშია.

მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგიონში მოქმედებს სუბსიდირების პროგრამა. სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულსა და მუჯურეთულს შეიძენს და მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო კომპანიას 1 კგ-ზე 4 ლარს გადაუხდის.

ყურძნის ჯიშობრივი სიზუსტისა და ხარისხის კონტროლის მიზნით, ყველა მიმღებ პუნქტში ყურძენს ამპელოგრაფები ამოწმებენ, ხოლო რეგიონში მოქმედებს ბლოკპოსტები, რათა სხვა მუნიციპალიტეტებიდან ყურძნის შემოტანა არ მოხდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები