მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაჭაში რთველი დაიწყო - როგორია მოსავალი & პროგნოზები?

რაჭაში, სადაც რთველი დაიწყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ამ ეტაპზე რაჭაში უკვე გადამუშავებულია 120 ტონა ყურძენი, ძირითადად ალექსანდროული და მუჯურეთული ჯიშებისგან. ეს რეგიონი რთველის პარალელურად აქტიურად განაგრძობს ყურძნის შეგროვებას და ამჟამად მოსავლის პროგნოზი 1500-2000 ტონამდეა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭაში მოქმედებს სუბსიდირების პროგრამა, რომელიც მხარს უჭერს ხარისხიან ყურძენს და კომპანია-შემსყიდველებს, რომლებიც ხვანჭკარას მიკროზონაში 3 ტონაზე მეტ ალექსანდროულსა და მუჯურეთულს შეისყიდიან და მევენახეს მინიმუმ 8 ლარს გადაუხდიან. ასეთი პირობებით სახელმწიფო კომპანიას ყურძნის თითო კილოგრამზე 4 ლარის გადახდა მოუწევს.

სტუმარი: გიორგი ჭანტურია - "ხვანჭკარის ღვინის მარანი"-ს დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები