მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაჭაში რთველი სავარაუდოდ, დაგეგმილზე ადრე დაიწყება - რა მოცულობის მოსავალს ელოდებიან რაჭველები?

მეხუზლა

სარდანაშვილის მეღვინეობის დამფუძნებელი ალეკო სარდანაშვილი თვლის, რომ წელს ყურძნის მოსავალი გასული წლის მსგავსი იქნება და ადგილზე 2000 ტონა მოსავლის აღება მოხდება. თუმცა მისი შეფასებით, წელს გასული წლისგან განსხვავებით ყურძნის ხარისხი ბევრად უკეთესი იქნება.

“წელს ლოგიკური იქნება, რომ რაჭაშიც ადრე დაიწყოს რთველი, რადგან ვეგეტაციის პროცესი უკვე დაწყებულია. ცხელი სექტემბერია გვაქვს ასევე და სწრაფად მიდის მწიფობის პერიოდი. ამიტომ ვფიქრობ, რომ იმ პერიოდში, როგორც წინა წლებში იწყებოდა რთველი, წელს საკმაოდ დაგვიანებული იქნება რაჭისთვის.

შარშანდელი და წლევანდელიც პრობლემური წელია. აპრილში საკმაოდ ადრე დაიწყო ცხელი დღეები, შემდეგ იყო სიცივე, რამაც გამოხშირა ვაზი. საუბარი მაქვს უფრო მეტად ალექსანდროულზე და მუჯურეთულზე, რისგანაც ხვანჭკარა მზადდება. თუმცა რა თქმა უნდა, მოსავალი მაინც იქნება, მაგრამ პრობლემური.

ვფიქრობ, რომ დაახლოებით 10 დღით გადმოიწევს რთველის თარიღი. ხარისხს რაც შეეხება, რაც გადარჩა, საკმაოდ მაღალი ხარისხის ყურძენი იქნება. მოცულობა კი შესაძლოა, დიდად არ განსხვავდებოდეს შარშანდელისგან”, - ამბობს სარდანაშვილის მეღვინეობის დამფუძნებელი ალეკო სარდანაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები