რაჭაში წარმოებული ე.წ მშრალი პროდუქტები ექსპორტზე გერმანიაში გადის.
კომპანია "ჯეოფლაუერის" საწარმოში ველური ვაშლის, მოცვის, ქაცვის, ძირტკბილას, ველური მსხლის, მანდარინის ჩირისა და ძირტკბილას მშრალი ფესვების წარმოება ხორციელდება, რომლის გასაღების ძირითადი ბაზარი გერმანიაა.
როგორც კომპანიის დირექტორი, მინდია ხუციძე აცხადებს, რაჭაში "ჯეოფლაუერის" საწარმო 2010 წელს ააშენეს, 2014 წელს კი შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში მიღებული 130 ათასი დოლარის სესხით საწარმო გადაირაღდა. კომპანია 300 ტონამდე სხვადახვა სახეობის ჩირისა და 300 ტონამდე ძირტკბილას მშრალი ფესვების ექსპორტს ახორციელებს გერმანიაში. ადგილობრივ ბაზარზე კომპანიის წარმოებულ პროდუქტს მხოლოდ ჩაი ,,გურიელი’’ ყიდულობს. საწარმოში 42 ადამიანია დასაქმებული. სამომავლოდ კომპანია წარმოების გაფართოვებას რაჭის გარდა, სხვა რეგიონებშის გეგმავს.