მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რაჭის ეროვნული პარკის ფართობი 4 759 ჰექტრით გაიზრდება

რაჭის ეროვნული პარკი

"ოცნების" მთავრობის ინიციატივით მომზადებული კანონპროექტი „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ერთპარტიულi პარლამენტის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე მოისმინეს და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.

დოკუმენტის თანახმად, რაჭის დაცული ტერიტორიების მნიშვნელოვნად გაფართოება იგეგმება. კერძოდ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ფარგლებში, რაჭის ეროვნული პარკის ფართობი 4 759 ჰექტრით გაიზრდება.

გარდა ამისა, კანონპროექტით გათვალისწინებულია ამბროლაურის დაცული ლანდშაფტისა და ხუთი ბუნების ძეგლის შექმნა. ესენია: უშოლთის, კიდობანის, საკიშორის, მურადის და შარეულას მღვიმეები.

„პროექტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარებისთვის, ასევე ეკოტურიზმის, რეკრეაციული სივრცეების და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერების კუთხით. ცვლილებები ხელს შეუწყობს როგორც ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, ისე ეკოსისტემების აღდგენას და ტრადიციული მეურნეობის განვითარებას რეგიონში,“ - განაცხადა "ოცნების" მთავრობაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ზურაბ ეზუგბაიამ მოხსენებისას.

შეგახსენებთ, რომ რაჭის ეროვნული პარკი 2023 წელს შეიქმნა და მისი ამჟამინდელი ფართობი 50 835 ჰექტარს შეადგენს. პარკი მდებარეობს ონის მუნიციპალიტეტში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში.

რაც შეეხება ფინანსური ასპექტებს, 2026 წელს, სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის დამატებით საჭირო იქნება დაახლოებით 214 860 ლარი, რაც მთლიანად დაფინანსდება დონორი ორგანიზაციებისგან. მომდევნო სამ წელიწადში (2027-2029 წწ) დაფინანსებას სრულად უზრუნველყოფენ დონორი ორგანიზაციები. რაც შეეხება ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციას, ბიუჯეტიდან 2026 – 2029 წლებში ჯამში დაახლოებით 1 947 043 ლარი გამოიყოფა. კერძოდ, 2026 წელს, სახელმწიფოს ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს 694 532 ლარი. ხოლო მომდევნო სამ წელიწადში (2027-2029 წწ), ყოველწლიურად, ადმინისტრაციისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჭირო იქნება შემდეგი თანხების გამოყოფა: 2027 წელი – 467 482 ლარი, 2028 წელი – 390 727 ლარი, 2029 წელი – 394 302 ლარი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები