რაჭის ეროვნული პარკის განვითარებისთვის, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მიერ ჯამში, დაახლოებით, 4 248 650 ლარის ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი. ინფორმაციას ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს კვადროციკლები გადაეცა
„კვადროციკლებით აღიჭურვა რაჭის ეროვნული პარკი, რომელიც ახლად შექმნილი დაცული ტერიტორიაა. ახალი სატრანსპორტო საშუალებები რეინჯერებს პატრულირების , ეფექტიანად განხორციელებაში შეუწყობთ ხელს.
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულება 5 წლის განმავლობაში რაჭის ეროვნული პარკის აღჭურვას ითვალისწინებს სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით და ინვენტარით
ხელშეკრულების ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება პროფესიული ტრენინგ კურსების გავლის გზით“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




























