მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რაჭის მოსახლეობა კვლავ ბუნებრივი აირის მოლოდინშია

5cfe924ca1c6b
ანუკა ჯოხაძე
11.06.19 09:00
1731
რაჭის გარკვეულ სოფლებში, უკვე წლებია, გაზის მილები გაყვანილია, თუმცა მათ უმეტესობას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, 12 სოფლის გაზიფიცირება განხორცილდა და კიდევ 3 სოფლის (ჩორჯო, მეორე ტოლა, ახალსოფელი) გაზიფიცირება იგეგმება. მათი თქმით, 1 წლის განმავლობაში 1200 აბონენტის დაერთება მოხდა.

შეგახსენებთ, ზემო რაჭაში, კერძოდ, ონის რაიონში, ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურის გაყვანის სამუშაოები ოფიციალურად ჯერ კიდევ 2016 წლის ბოლოს, კახა კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის დროს დასრულდა, თუმცა ამბროლაურის მსგავსად, ონის რაიონის სოფლების ნაწილშიც მილებში ბუნებრივი აირი კვლავ არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები