მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაჭული გასაყიდი ყურძენი შესაძლოა, გაძვირდეს - მეღვინე

ყურძენი

2023 წლის რთველმა სტარტი აიღო, მაგრამ მევენახეები და მეღვინეები არც თუ ისე იმედიანად არიან. ამბობენ, რომ წლევანდელი მოსავალი როგორც მოცულობით, ისე ხარისხობრივად გასული წლებისას მნიშვნელოვნად ჩამორჩება. მთავარი ფაქტორი კი უამინდობაა, რამაც კახეთსა და რაჭაში ყურძენი დააზიანა. 

კომპანია "ღვინუკას" დამფუძნებლის მოლოდინით, წელს რაჭაში 35%-ით ნაკლები მოცულობის მოსავალი მოვა.  მისი თქმით, მთავარი გამოწვევა იქნება ხარისხიც, რადგან დიდი რაოდენობით ყურძენი რაჭაშიც გაფუჭდა. 

მისი თქმით, წელს ღვინის მარნებს ხარისხიანი ყურძნის შესყიდვა გაუჭირდებათ, რაც სავარაუდოდ, ადგილზე კონკრეტულ ჯიშებზე ფასების ზრდას გამოიწვევს. 

“იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად ხარისხია ყურძნის დაბალი და ძალიან ცოტაა ყურძენი, საიდანაც მაღალი ხარისხის ღვინო დამზადდება, სავარაუდოდ, მოიმატებს კონკრეტული ჯიშების ფასი. 

მაგალითად, რაჭული თეთრა, რომელიც 2.5 ლარი, 3 ლარი ღირს არ გამოვრიცხავ წელს 4 ლარი ღირდეს. ცოლიკაური, რომელიც 3-4 ლარი ღირს მისი ფასიც გაიზრდება. ძველშავიც, რომელიც მხოლოდ რაჭაშია, ესეც ალბათ გაძვირდება. საუბარია ხარისხიან, გადარჩენილ ყურძენზე, ხოლო რაც ვერ გადარჩა და სუბსიდირებაც არ ეხება, შეიძლება გლეხებმა ვერ ვერსადაც ჩააბარონ და ვერც გაყიდონ”, - ამბობს კომპანია “ღვინუკას” დამფუძნებელი ზურაბ მაისაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები