მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაჭული გირჩის ლიცენზიანტი ბაზარზე არაკონკურენტულ გარემოზე საუბრობს

5fc337703a126
ანა ჯოხაძე
29.11.20 19:40
1450
რაჭული გირჩის მოპოვების ლიცენზიის მქონე კომპანიების ნაწილი ბაზარზე არაკონკურენტულ გარემოზე საუბრობენ. კომპანია “FAIR TREES”-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ ერთ-ერთ ლიცენზიანტ კომპანიას 200 ტონა რაჭული გირჩი გააქვს ექსპორტზე და თითქმის სრულად აკმაყოფილებს ევროპის ბაზრის მოთხოვნებს.

ჟანა ბაბუნაშვილის თქმით, რაჭული გირჩის მოპოვების 10 წლიანი ლიცენზიები მათ ჯერ კიდევ 2009 წელს მოიპოვეს. 2019-ში ნებართვებს ვადა გაუვიდა, თუმცა სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, მათ ეს უფლება კიდევ 2 წლით გაუხანგრძლივდათ. კომპანია FAIR TREE-ს წარმომაგდგენელი ამბობს იმასაც, რომ საქართველოში გირჩის თესლის ბაზარი არაკონკურენტული და მონოპოლიზებულია.

“ეს პროდუქტი სპეციფიურია, ექსპორტი ხდება საქართველოდან. ძირითადი ბაზარი არის ევროპა. საბოლოო პროდუქტის, ნაძვის ხეების ბაზრად საქართველო არ განიხილება. შესაბამისად, პრობლემა არის ევროპულ ბაზარზე. იქ ჩვენგან უკვე არის ზედმეტად მიწოდება კავკასიური სოჭის თესლის. ეს იმაზე მეტია, ვიდრე სჭირდება ევროპას. მონოპოლისტური სიტუაციაა ამბროლაურში, ერთ-ერთ ლიცენზიანტ კომპანიას 200 ტონა გირჩი გააქვს ექსპორტზე, როცა ჯამურად მოთხოვნა ევროპის ბაზარზე 300 ტონაა”-ამბობს ბაბუნაშვილი.

თესლის შემგროვებელი კომპანიების წარმომადგენლები საუბრობენ იმაზეც, რომ საქართველომ წლების განმავლობაში არსებული პოტენცილიას გამოყენება ვერ მოახერხა და შანსი, რომ ამ კონკრეტული პროდუქტიდან უფრო მეტი შემოსავალი მიგვეღო, გავუშვით. დიდია იმის რისკიც, რომ რაჭული გირჩის თესლის მთავარი მიმწოდებელი ევროპა თავად გახდეს, რადგან ნაძვის ხის პლანტანციები დანიაში უკვე გააშენეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები