მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რაჭული თაფლით დიდი ბრიტანეთი დაინტერესდა, თუმცა ადგილზე შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზები ვერ გაკეთდა"

5757dedbbe255
BM.GE
08.06.16 12:54
2253
კოოპერატივი „რაჭული ნატურალური პროდუქტები“ თაფლის გატანას ევროკავშირის ბაზარზე გეგმავდა, თუმცა ლაბორატორიის მიერ, შესაბამისი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გამო, ბრიტანელ პარტნიორებთან მოლაპარაკება ვერ შედგა.

როგორც კომპანიაში "ბიზნესკონტაქტს" განუცხადეს, ლაბორატორიული დასკვნა ადგილზე ვერ გაკეთდა. კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ თაფლის შემოწმება ორჯერ მოხდა, თუმცა ბრიტანეთი დამატებით სხვა ანალიზებსაც ითხოვდა.

"ამ ეტაპზე ამოწმებენ მხოლოდ ფიზიკურ მაჩვენებლებს, ხოლო ქიმიურ მაჩვენებლბზე ჯერ-ჯერობით ოფიციალურ მონაცემებს ვერ აკეთებენ.

ჩვენი პარტნიორი იყო ჩამოსული და ვერ მივაღწიეთ იმას, რომ მისთვის სასურველი ლაბორატორიული დასკვნა დაგვედო. ეს არ ნიშნავს, რომ ვერ აკმაყფილებდა, დიდი ალბათობით დააკმაყოფილებდა, მაგრამ ვერ გაკეთდა ანალიზი. ამიტომ ნიმუშები საზღვარგარეთ უნდა გაგვეგზავნა, მაგრამ საჭირო რაოდენობაც აღარ გვქონდა და აღარ გვიღირდა. ბოლოს ჩვენი პარტნიორი მარტში იყო ჩამოსული, მაგრამ საკმაოდ ბევრი მოთხოვნა აქვს ევროკავშირს, დაახლოებით 34 ანალიზს ითხოვენ, რაც ვერ წარვუდგინეთ. როდესაც ჩვენი ლაბორატორია სრულად შეძლებს ყველა ანალიზის გაკეთებას კვლავ შევეცდებით მოლაპარაებას“, - განმარტავენ კოოპერატივში.

ევროკავსირის ბაზრის გარდა „რაჭული ნატურალური პროდუქცია“ თაფლის გატანას აზერბაიჯანსა და თურქეთშიც გეგმავს. კოოპერატივი 2014 წელს შეიქმნა და მასში 7 წევრია გაერთიანებული. კოოპერატივს 350-ზე მეტი ფუტკარი ჰყავს და მიმდინარე წელს დაახლოებით 10 ტონა თაფლის მიღებას ელოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები