მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაჭველი მევენახეები ყურძნის ხარისხით უკმაყოფილოები არიან;

კახეთის შემდეგ რთველმა რაჭაში გადაინაცვლა. ღვინის ეროვნულმა სააგენტომ რეგიონში რთველის შტაბი უკვე გახსნა და ყურძნის დაბინავებაც მიმდინარეობს. მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით, შემცირებულია. მიკროზონაში წელსაც მოქმედებს სუბსიდირება, კერძოდ, სახელმწიფო კომპანიებს 1 კგ ყურძენზე 4 ლარს უხდის. ეს შეეხება როგორც ალექსანდროულის, ისე მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს. სუბსიდიას კი მიიღებენ ის მარანი ან ღვინის კომპანიები, რომელიც „ხვანჭკარის“ მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ყურძენს შეიძენენ და გადაამუშავებენ. რას ამბობენ რაჭველი მევენახეები და როგორ მიმდინარეობს რთველის პროცესი?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები