მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რაციო“ - პანდემიის დროს დაარსებული კომპანია, რომელიც ბიზნესს კონსულტაციას უწევს

60634b87506f8
ნუცა ბაზლიძე
03.04.21 09:46
2018
„რაციო“ ბიზნესსაკონსულტაციო ორგანიზაცია და ტრენინგ ცენტრია, რომლის სერვისიც ბიზნესისთვის კონსულტაციის გაწევას და ასევე, პოტენციური თანამშრომლების შერჩევას მოიაზრებს. ის დაახლოებით 2 თვის წინ დაარსდა. ამის შესახებ გადაცემა „ქალების ნარატივის“ ეთერში „რაციოს“ დამფუძნებელმა ნანა ახალაიამ ისაუბრა. 

„ეს ბიზნესს საქმეს გაუმარტივებს, დროსაც დაუზოგავს. ჩვენ გავუგზავნით უკვე შერჩეულ კადრებს, რომლებსაც ჩვენთან ტრენინგები ექნება გავლილი და ტესტირების საფეხურსაც წარმატებით გაივლიან. ამას დაერთვება ტრენერის რეკომენდაციაც. უნარები უკვე HR-ებმა უნდა შეაფასონ“ - განმარტავს ნანა ახალაია. 

როგორც ის აღნიშნავს, „რაციოში“ ტრენერები საგადასახადო კონსულტანტები, შემოსავლების სამსახურის აუდიტორები, პრაქტიკოსი აუდიტორები, ფინანსური და საგადასახადო ექსპერტები არიან. 

გარდა ამისა, გადაცემაში საუბრისას, ნანა ახალაიამ აღნიშნა, რომ ის საქართველოში ERP სისტემის დანერგვის პროცესშია ჩართული. 

„ERP სისტემა, მხოლოდ საბუღალტრო არააა, ის საშუალებას იძლევა, რომ ერთი „კლიკით“ რეპორტები ნახო. მის გამოყენებას კომპანიები რამდენიმე თვეში შეძლებენ. მას აქვს რამდენიმე ენაზე გადაწყობის ფუნქცია, ეს ინვესტორებისთვისაც მიმზიდველი იქნება“, - დასძენს ნანა ახალაია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები