უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის ახალი მთავრობა დაამტკიცა. ისტორიაში მეორედ, სამთავრობო გუნდს ქალი უხელმძღვანელებს.
იულია სვირიდენკოს კაბინეტში პირველი ვიცე-პრემიერის პოზიცია ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა დაიკავა. სვირიდენკოს ყოფილი პირველი მოადგილე ოლექსი სობოლევი დაწინაურდა და ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გახდა.
ენერგეტიკის მინისტრად სვეტლანა გრინჩუკი დაინიშნა. ფინანსთა სამინისტროდან სოციალური პოლიტიკის სამინისტროში გადაინაცვლა დენის იულიუტინმა. ჰერმან ჰალუშჩენკომ იუსტიციის მინისტრის პოსტი დაიკავა. რაც შეეხება ევროპულ და ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში ინტეგრაციის სამინისტროს, ეს პორტფელი ტარას კაჩკამ ჩაიბარა.
აღსანიშნავია, რომ აწ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი თავდაცვის მინისტრად ჯერ არ დანიშნულა. მის საკითხს, საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ, ანდრიი სიბიგასთან ერთად რადა ცალკე განიხილავს.
ჯერჯერობით, გაურკვეველია, რა ბედი ელის თავდაცვის ყოფილ მინისტრს, რუსტემ უმეროვს. არსებობდა ვარაუდი, რომ მას შტატებში ელჩად დანიშნავდნენ, თუმცა მის ნაცვლად ვაშინგტონში ოლგა შტეფანიშინა წავა.




























