მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რადარმა“ სასტუმროებისთვის ახალი ციფრული პლატფორმა შექმნა - რა ღირს მომსახურება?

რადარი

საკონსულტაციო კომპანია „რადარმა“ სასტუმროებისთვის ახალი ციფრული პლატფორმა შექმნა. როგორც BMGTV-ის გადაცემა „რედაქტ2-ში“ სტუმრობისას კომპანიის დამფუძნებელმა, მაია მახათაძემ განაცხადა, პლატფორმის შექმნისას გათვალისწინებულია იმ მსხვილი ამერიკული კომპანიების გამოცდილება, რომლებსაც მომსახურების მაღალი დონე აქვთ.

„პლატფორმის შექმნის მიზანი იყო მომსახურების ხარისხის გაზრდა. გარდა ამისა, მიიღებენ სერვისებს, რომელიც მათ არა მხოლოდ გადარჩენისთვის, არამედ ყოველდღიური ოპერირებისთვის და თავიანთი ბიზნესის საქმიანობის გაუმჯობესებისთვის იქნება გარანტია“, - თქვა მახათაძემ.

მისივე თქმით, პლატფორმის მართვა და გამოყენება მენეჯმენტის პრეროგატივაა. „პლატფორმა მოიცავს ამათუ იმ სასტუმროს შესახებ უნიკალურ სტატისტიკურ მაჩვენებლებს, რაც ნიშნავს, რომ ეცოდინებათ, როგორ გამოიყენებოდნენ გუშინ, დღეს და როგორია მათი ხვალინდელი სტრატეგია უშუალოდ კონკურენტებთან მიმართებით. ამავე დროს, მსურველს შეუძლია გაიგოს გაყიდვების მაჩვენებელი, საშუალო დატვირთულობის მაჩვენებელი. გარდა ამისა, პლატფორმაზე შესაძლებელია, განთავსდეს ყველა მომწოდებელი კომპანიის შესახებ მონაცემი, რომელიც უშუალოდ უზრუნველყოფს როგორც მომსახურების ნაწილში, ისე შესყიდვების ნაწილში ისეთი ინვენტარის და პროდუქტების მიწოდებას, რომელიც არის პირველი ხელი და სასტუმროსთვის ეს ბაზა ყოველთვიურად ახლდება. ყველა ფუნქცია, რომელიც სასტუმროს სჭირდება თავისი ბიზნესმოდელის დასალაგებლად, მომსახურებების დასალაგებლად, საკადრო რესურსების გასაკონტროლებლად, შესყიდვების და ტრენინგების ჩათვლით, ასე ერთად არის თავმოყრილი ინფორმაცია“, - განმარტა მახათაძემ.

რაც შეეხება მომსახურების ფასებს, „რადარის“ დამფუძნებლის თქმით, ორი ტიპის პაკეტი არსებობს: 50 ნომრის მქონე სასტუმროები და 50 ნომრის ზემოთ მქონეების.

„50 ნომრამდე სასტუმროების გაწევრიანების ღირებულება გახლავთ 2700 ლარი + დღგ, ხოლო 50-ის ზემოთ, 4500+დღგ. მომსახურება ხელმისაწვდომია, ფაქტობრივად თვეში გამოდის 227 ლარი. გავაკეთეთ ჯგუფები და დავიწყეთ შეხვედრები სექტორთან. პირველი შეხვედრები უკვე შედგა და ძალიან კარგი უკუკავშირი მივიღეთ“, - განმარტა მახათაძემ.

კომპანიის და პლატფორმის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს გაცნობითი ხასიათის შეხვედრები და უახლოეს მომავალში ჩაერთვება პლატფორმაში სასტუმროები, რომლებიც სწორედ „რადარის“ მიერ შესრულებული პროექტებია.

„ერთთვიანი ტესტის შემდეგ გადავდივართ პლატფორმის ოფიციალურად გაშვებაზე. რაც შეეხება დაინტერესებას, ვგეგმავთ, რომ თავიდან რამდენიმე სასტუმრო დავიმატოთ და ერთი წლის თავზე სიმბოლურ რიცხვზეც გავალთ მასშტაბურობის თვალსაზრისით. ამ ეტაპზე ვიწყებთ გაყიდვებს თბილისის და შიდა ქართლის გეოგრაფიულ ლოკაციებზე“, - თქვა მახათაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები