მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რადიო ციტრუსი FM 97.3 – მალე, ბათუმში

5cb06ee22f20f
BM.GE
12.04.19 14:54
1381
სამაუწყებლო კომპანია "ჰერეთი" აჭარაში ახალი ბრენდით – რადიო "ციტრუსით" შევა, რომელიც ბათუმიდან იმაუწყებლებს ტალღაზე FM 97.3.

რადიო "ციტრუსი" პირველი დამოუკიდებელი ადგილობრივი რადიოსადგურია, რომლის ოფისი და სტუდიაც ბათუმში იქნება. სამაუწყებლო კომპანია "ჰერეთის" დამფუძნებლის რამაზ სამხარაძის თქმით, საქპატენტში ახალმა ბრენდმა რეგისტრაციის პროცედურები წარმატებით გაიარა.

"ბათუმში, აჭარაში ახალი ბრენდით და სახელით შევალთ. მაქსიმალურად ვეცადეთ დასამახსოვრებელი, რეგიონთან ასოცირებული, გემრიელი, მედიისთვის დამახასიათებელი: ტკბილიც და მჟავეც, ტალღოვანიც – ერთად ყოფილიყო… შევიძინეთ ვებგვერდიც, რომელიც მალე გაეშვება", - ამბობს რამაზ სამხარაძე.

სამაუწყებლო კომპანია "ჰერეთი" მედიაბაზარზე 20 წელია ოპერირებს და სამი რადიოსადგურითაა წარმოდგენილი: "ჰერეთი" – FM 102.8, "თბილისი" FM 93.5 და ვებრადიო Relaxwebradio.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები